Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს არის კავშირი საქართველოსა და ევროკავშირს შორის – სოზარ სუბარი ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტზე

მარშალ პრესი 12/10/2023
სოზარ სუბარი

„უნგრეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში გაერთიანების გზაზე უაღრესად მნიშვნელოვანია“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა მედიასთან. სოზარ სუბარმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შეაფასა.

„ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია ორბანი, ადამიანი, რომელიც ძალიან სწორად აფასებს, რომ არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული თავის დროზე, როცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭეს.

ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია ის ეკონომიკური კავშირები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ვითარდება, რადგან ორ ქვეყანას შორის კავშირი არ შეიძლება განყენებულად აღვიქვათ. ეს არის კავშირი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებისთვის. ეს საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: ჩოხატაურში ქალი ფერმერებისთვის განკუთვნილი ახალი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
Next: ეს ორი „თუ“ საკმარისია ვივარაუდოთ, რომ ისრაელის გეგმებში შედიოდა ამ „მოულოდნელი“ და სასტიკი „ტკივილის“ დაშვება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.