Skip to content
20/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ძალიან საშურია სალომე ზურაბიშვილის ჩამოშორება თანამდებობიდან – თეა წულუკიანი

მარშალ პრესი 12/10/2023
თეა წულუკიანი

“მე ვფიქრობ, რომ არამცთუ დროულია, არამედ, ძალიან საშურიც არის მისი [სალომე ზურაბიშვილის] ჩამოშორება თანამდებობიდან”– განაცხადა კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა 11 ოქტომბერს, ტელეკომპანია “იმედი”-ს გადაცემაში “იმედი LIVE”, როდესაც პრეზიდენტ ზურაბიშვილზე საუბრობდა.

“ის აზიანებს ქვეყანას თავისი გაუაზრებელი ვიზიტებით, რომლის დროსაც, არავითარი შეთანხმება მთავრობასთან არ ხდება.

ვის რა როლი აქვს, ვინ რა ფუნქციას ასრულებს, ეს, პრეზიდენტმა სრულად მოშალა. მან ძალიან კარგად იცის, რომ ერთი ქალი, ვერც სტატუსს მოიტანს და ვერც სტატუსის მოტანას შეუშლის ხელს, მაგრამ ამ ზიანზე მიდის რაღაც პირადი გამორჩენის, თუ მიზნისთვის.

ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ის  უკვე ძალიან დიდი ხანია იქ არ არის, სადაც უნდა იყოს. ალბათ უფრო შორსმჭვრეტელები უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ წარსულს თუ გავიაზრებთ, ვერ წარმოვიდგენდით, რომ ის, ამხელა ავანტიურაზე წავიდოდა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ”- განაცხადა თეა წულუკიანმა.

Post navigation

Previous: გაცოცხლებული მუმია სააკაშვილის „ცხელი შემოდგომის“ ჩაშილაფლავების უკვე იმდენად აშკარა სუნი გვცემს, რომ ჩინეთის შემდეგ, დღეს ვიქტორ ორბანის „ჩქმეტასაც“ შეეცადნენ
Next: რამდენიმე წლის წინ ვინმე წარმოიდგენდა, რომ კრემლის აგენტად და ბიძინას მონად შერაცხულ სალომე ზურაბიშვილს მისი მაგინებელი „პრინციპული“ ოპოზიციონერები ხმალამოღებული დაიცავდნენ?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.