Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამ პერიოდში, როდესაც საქართველოს საკითხი კვლავ უნდა დადგეს ევროკავშირის საბჭოს დღის წესრიგში, მნიშვნელოვანია, რომ ორბანი თავად არის საქართველოში

მარშალ პრესი 11/10/2023
მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, უნგრეთი არის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი საქართველოს ევროპული მომავლის გზაზე.

„უნგრეთი არის ის ქვეყანა, რომელიც უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, ხმამაღლა აფიქსირებს ამ პოზიციას და არა მხოლოდ მხარდამჭერია, არამედ ინიციატორიც არის საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების ევროკავშირის საბჭოში, რაც ჩვენთვის ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან, სწორედ ასეთი მხარდაჭერა გვჭირდება.

ამ პერიოდში, როდესაც საქართველოს საკითხი კვლავ უნდა დადგეს ევროკავშირის საბჭოს დღის წესრიგში, მნიშვნელოვანია, რომ თავად არის საქართველოში, თავად შეუძლია შეხვდეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს და კიდევ უფრო მეტად შეიქმნას წარმოდგენა ქვეყანაზე“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიქტორ ორბანი ოფიციალურ შეხვედრებს თბილისში დღეს იწყებს. საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 10 ოქტომბერს ეწვია.

Post navigation

Previous: ევროპელი ლიდერების მიერ სტატუსთან დაკავშირებით გამოხატული მხარდაჭერის გამო რადიკალურ ოპოზიციას გლოვა აქვს გამოცხადებული
Next: საქართველოს გეოსტრატეგიული მნიშვნელობა იზრდება და მშვიდობა და სტაბილურობა მნიშვნელოვანი ხდება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.