საკუთარი ბელადის უახლოეს გარემოცვაზეც ბევრ საინტერესოს გაიგებს – მისი ამ გადაცემის ანონსი პრინციპში მზად მაქვს და ჩონჩხამდე მისულს, მზად ვარ ფაქტობრივი მასალების მიწოდებით დავეხმარო, მანამდე კუნთოვანი გახრწნილი მასის განადგურების პროცესში არ ჩავერევი და ხელს არ შევუშლი – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ნოდარ მელაძის შაბათის ანონსს.
„დღეს ნოდარა “უეჭველი” მელაძე საკუთარ კორპორაციას არა ნიღაბს, არა ტყავს – რაც დიდი ხანია ახეული აქვთ – არამედ კუნთოვანი მასის ჩამოცილებას შეუდგება, რათა ჩონჩხამდე მივიდეს და ამით განისვენოს. ორი ყოფილი თანამშრომლის, КГБ-ს პირველი მთავარი სამმართველოს აგენტის, თემურ ალასანიას და იმავე დანაყოფის მაიორის, იური შვეცის შეხმატკბილებული აგენტერულ-ოპერატიული ტანდემის საფუძველზე – მეხუთე კოლონის რიგითმა მელაძემ, საკუთარი კორპორაციის “ტიტანიკური” გადარჩენის უშედეგო მიზნით, დღეს დადგმული პანიკური ხმით უნდა შეგვახსენოს: სად ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს ბიზნეს-აქტივები და რა არმაგედონულ მიზეზ-შედეგობრივ მომავალს ემსახურებოდა ეს გარემოება ზოგადსაკაცობრიო დაღუპვა/გადარჩენის მისტერიაში.
