Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტმა ვერ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის მხოლოდ ის რეკომენდაციები, რომლებიც ბუნდოვნად იყო წარმოდგენილი სამართლებრივ მოსაზრებებს არ ეფუძნებოდა ან ევროკავშირის ქვეყნებში ჩამოყალიბებულ პრაქტიკას არ შეესაბამებოდა

მარშალ პრესი 10/10/2023
ანრი ოხანაშვილი

საქართველოს პარლამენტმა ვერ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის მხოლოდ ის რეკომენდაციები, რომლებიც ბუნდოვნად იყო წარმოდგენილი სამართლებრივ მოსაზრებებს არ ეფუძნებოდა ან ევროკავშირის ქვეყნებში ჩამოყალიბებულ პრაქტიკას არ შეესაბამებოდა, – ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ვენეციის კომისიის მიერ საერთო სასამართლოების კანონში ცვლილებებზე გამოქვეყნებულ მოსაზრებას.

ოხანაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმასთან დაკავშირებით, კონკრეტიკას მოკლებული და ბუნდოვანია. მისივე თქმით, პარლამენტი მზად არის, მხედველობაში მიიღოს ის რეკომენდაციები, რომლებიც სამართლებრივ მოსაზრებებზე და ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ პრაქტიკაზე იქნება დაფუძნებული.

„ერთ-ერთი ბუნდოვანი რეკომენდაცია უკავშირდებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტურ რეფორმას, რომელიც ყოველგვარ კონკრეტიკას იყო მოკლებული და რომლის შესახებაც დაზუსტებული რეკომენდაციები ვერც კონსულტაციების მსვლელობისას მივიღეთ.

ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმის შესახებ მით უფრო ბუნდოვანია, რადგან ამ კომისიამ 2017-2018 წლების დასკვნებში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მარეგულირებელი კანონმდებლობა უაღრესად დადებითად შეაფასა.

საქართველოს პარლამენტი კვლავაც განაგრძობს კონსულტაციებს ევროკომისიასთან და მზადაა, მხედველობაში მიიღოს ყველა რეკომენდაცია, რომელიც მკაფიოდ იქნება განსაზღვრული, დაფუძნებული იქნება სამართლებრივ მოსაზრებებზე და შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის ქვეყნებში ჩამოყალიბებულ პრაქტიკასთან.“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

Post navigation

Previous: ლევან ხაბეიშვილი კვიპროსზე, უფროსთან გაფრინდა
Next: დღეს ქართულ სახელმწიფოში რევოლუციური სცენარით არც ხელისუფლება შეიცვლება და ვერც ერთი სხვა ძალა ვერ მოვა ქვეყნის სათავეში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.