საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) მხარდაჭერით, ,,ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ’’ ევროპულ ქარტიას, კიდევ ხუთი მუნიციპალიტეტი შეუერთდა.
ქარტიას სულ 26 თვითმმართველი ერთეული უერთდება, თუმცა ღონისძიებაზე ევროპულ ქარტიასთან მიერთების მზადყოფნა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებმაც დააფიქსირეს.
ევროპული ქარტია, ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს (CEMR) მიერ, 2006 წლის მაისში შეიქმნა, მუნიციპალიტეტებში გენდერული ბალანსის დამკვიდრებასა და ქალთა და კაცთა თანასწორობის გასაუმჯობესებლად.
დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია, ეროვნული კონფერენციის – ,,გენდერული თანასწორობის დღის წესრიგი ადგილობრივ დონეზე: ძირითადი გამოწვევები და სამოქმედო ნაბიჯები” ფარგლებში გაიმართა, რომელიც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით მოეწყო.
კონფერენციას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე, სხვადასხვა სახელისუფლებო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
