Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

უპრეცედენტო პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. პრემიერმა ქართველ ჯარისკაცებს საზეიმო ღონისძიებაზე ბინები გადასცა

მარშალ პრესი 09/10/2023
ზურაბ ქადაგიძე

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ჯარისკაცებისთვის ბინების გადაცემის საკითხს გამოეხმაურა. ქადაგიძის თქმით, ქვეყანაში შენარჩუნებული სიმშვიდე, ეკონომიკური წინსვლა ხელისუფლების დამსახურებაა და ყველა ადამიანი უნდა გაუფრთხილდეს ამ მონაპოვარს.

„უპრეცედენტო პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. პრემიერმა ქართველ ჯარისკაცებს საზეიმო ღონისძიებაზე ბინები გადასცა. იცით რას ნიშნავს ეს? განსაკუთრებით, იმ გლუვტვინიან “ძაან ჟურნალისტებს”, “ვითომ შუაშისტებსა” და “ მინდა ობიექტური ვიყო ხალხს” მოგმართავთ, რომ ღლიცინებთ ხოლმე – “აბა ომი გვინდა”? როდესაც მსოფლიო ცეცხლის ალშია გახვეული და ასობით ათასი სამხედრო, სამოქალაქო იღუპება, ბავშვებს მძევლად იყვანენ და ოჯახებს აწიოკებენ…

ამ დროს საქართველოში, პრემიერ-მინისტრი ქართველ ჯარისკაცებს და მათ ოჯახებს, ბინებს გადასცემს. განსხვავებას ხედავთ, რა მდგომარეობაა მსოფლიოში და როგორი საქართველოში?! და არავის დაგავიწყდეთ, ეს მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა მოიტანა, საქართველოს სწორმა საგარეო პოლიტიკამ და დიახ, მოწონს ვინმეს თუ არა “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ. რა ძალისხმევა და საბოტაჟის წინააღმდეგ ბრძოლა გასწია ხელისუფლებამ, გინდა გარე და გინდა შიდა მტრის წინააღმდეგ, ვინმეს აქვს წარმოდგენა? ამიტომ, ყველა უნდა გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს!“, – წერს ქადაგიძე.

Post navigation

Previous: ნებისმიერ ქვეყანაში სასურველია, ოპოზიცია იყოს ძლიერი, თუმცა, მთავარი პრობლემა აქ არის ის, რომ რადიკალური ოპოზიცია არის არა ოპოზიცია, არამედ აგენტურა
Next: ალბათ ჩვენი მოქალაქეები ხვდებიან, თუ რა ნებისყოფა და გონიერება სჭირდება დღეს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას, მითუმეტეს მაშინ, როდესაც რეგიონი ცეცხლშია გახვეული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.