Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თუ ეს აგენტურა არ შესუსტდება ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში, მუდმივად დავრჩებით ე.წ. პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში, რაც მთლიანად გარედან თავს მოხვეული პრობლემაა

მარშალ პრესი 09/10/2023
ირაკლი კობახიძე

თუ ეს აგენტურა არ შესუსტდება ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში, მუდმივად დავრჩებით ე.წ. პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში, რაც არის მთლიანად გარედან თავს მოხვეული პრობლემა, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას.

მისი თქმით, პოლარიზაციის შესუსტების ერთადერთი საშუალება რადიკალური ოპოზიციის, იგივე აგენტურის მაქსიმალურად დასუსტებაა, რაც თავის მხრივ, ქართულ პოლიტიკურ სისტემაში არსებულ მდგომარეობას გამოასწორებს.

„ეს აგენტურა მუდმივად ცდილობს, რომ ჩაგვტოვოს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში. ერთადერთი გასაღები, ამ ე.წ. პოლარიზაციის შესუსტების კუთხითაც არის სწორედ იმაში, რომ ე.წ. ოპოზიცია, ანუ აგენტურა, მაქსიმალურად უნდა დასუსტდეს. ​გახსოვთ, მუდმივად იყო ასეთი პროცესები: როცა ძლიერდებოდა რადიკალური ოპოზიცია, იზრდებოდა რადიკალიზმის და შესაბამისად, ე.წ. პოლარიზაციის ხარისხი, როცა სუსტდებოდა ოპოზიცია, მხოლოდ ამ შემთხვევაში მცირდებოდა პოლარიზაციის ხარისხიც. აქედან გამომდინარე, პირდაპირ ჩანს ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დასუსტება, სწორედ იმისათვის, რომ სწორი მიმართულებით განვითარდეს ჩვენი დემოკრატიული სისტემა და საბოლოო ჯამში, დავძლიოთ ეს ერთგვარი არასწორი მდგომარეობა ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: კანდიდატის სტატუსი მინიჭება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. იმედია, დეკემბერში გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ
Next: კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ და მისი პატრონების გათვლა არის არა არჩევნებზე, არამედ იმაზე, როგორ უნდა განვითარდეს პროცესები არჩევნების შემდეგ. სწორედ ამის გამო ხდება ხელოვნურად სპექტრის დანაწევრება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.