Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ტერორისტებმა ტყვედ 8 თვის ბავშვი აიყვანეს, ტყვედ აჰყავთ ქალები და ბავშვები – ისრაელის ელჩი საქართველოში

მარშალ პრესი 09/10/2023
ისრაელის ელჩი

ტერორისტებმა ტყვედ 8 თვის ბავშვი აიყვანეს, ტყვედ აჰყავთ ქალები და ბავშვები. მასიური შეტევა მიდიოდა ისრაელის წინააღმდეგ. სახლებში შედიოდნენ, ადამიანებს ხოცავდნენ, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა ჰადას მეიცადმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ტერორისტების მიერ აყვანილი ტყვეების შესახებ დაზუსტებული ციფრები არ გააჩნიათ.

„ჩვენი გათვლებით 100 ადამიანზეა საუბარი, რომლებიც დაატყვევეს. ყველა მათგანი ბავშვი არ არის. ძალიან ბევრ ადამიანზე არ არსებობს ინფორმაცია. ადამიანები ონლაინ აქვეყნებენ სურათებს შვილების, ნათესავების და ეკითხებიან ადამიანებს, რაიმე ხომ არ იციან მათ შესახებ.

ტერორისტებს არაფერი აჩერებთ. ტყვედ 8 თვის ბავშვი აიყვანეს, ქალები და ბავშვები აჰყავდათ. მასიური შეტევა მიდიოდა ისრაელის წინააღმდეგ. სახლებში შედიოდნენ, ადამიანებს ხოცავდნენ. ციფრები საკმაოდ მძიმეა, ვიდეოები ძალიან ძნელი საყურებელია. ვისაც გული აქვს, ვერ დარჩება ინდიფერენტული იმის, რაც ნახა“, – განაცხადა ჰადას მეიცადმა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

Post navigation

Previous: უკანალის თამაში რომ სპორტი იყოს, ნეტავ ეს მერამდენე ადგილზე გავიდოდა? – ზურაბ ქადაგიძე მერაბ მეტრეველზე
Next: ძვირადღირებული მანქანების კონტრაბანდისტები რუსეთის სანქციებს ფინეთის გავლით არღვევენ – ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაცია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.