Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ქვეყანაში არიან ძალები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ქვეყანამ არც წინ გადადგას ნაბიჯი და არც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიიღოს რაიმე სარგებელი

მარშალ პრესი 08/10/2023
მაკა ბოჭორიშვილი

რასაც ეს ადამიანები აკეთებენ არის თვითლუსტრაცია, საიდანაც კარგად ჩანს თუ როგორ უყურებენ ქვეყანას და ქვეყნის მომავალს. სწორედ ასე დაიწყო გასულ წელსაც საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესის წინ მათი აქტივობები. სწორედ მათ მიერ იყო დაწყერბული საუბარი წინაპირობების შესახებ და საქართველომ უსამართლოდ უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირისგან, – ასე შეფასა საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა EURACTIV-ში გამოქვეყნებული სტატია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დამფუძნებლის, სერგი კაპანაძის ავტორობით, სადაც კაპანაძე საუბრობს 10 პირობაზე, რომელსაც საქართველოს მიმართ ევროკავშირის მიდგომა უნდა დაეყრდნოს.

„ეს არის იმის შედეგი, რომ ქვეყანაში არიან ძალები, რომლებიც არა ქვეყნის წინსვლაზე ფიქრობენ, არამედ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ქვეყანამ არც წინ გადადგას ნაბიჯი და არც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიიღოს რაიმე სარგებელი“, – განმარტა ბოჭორიშვილმა.

Post navigation

Previous: ჯერ არ ვიცით რა მიმართულებას მიიღებს ისრაელ-ჰამასის დაპირისპირება – შემოიფარგლება შიდა სახელისუფლებო “აყირავების” მცდელობით, თუ სპარსეთ/არაბულ სამყაროსთან უფრო სერიოზული კონფლიქტის ნიშნებს შეიძენს
Next: ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა დაათვალიერეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.