Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სერგი კაპანაძე ევროკავშირს მგზნებარედ მოუწოდებს, კანდიდატის სტატუსის წინაპირობად სააკაშვილის პრობლემის გადაწყვეტა დააყენონ – ეს არის ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ

მარშალ პრესი 08/10/2023
გრეტა წიწავა

წლები, სერგი კაპანაძე გულმხურვალედ იდგა „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში. ახლა არასამთავრობო ორგანიზაციიდან ევროკავშირს მგზნებარედ მოუწოდებს – ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსის წინაპირობად სააკაშვილის პრობლემის გადაწყვეტა დააყენოს – ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა GRASS-ის დამფუძნებლის სერგი კაპანაძის წერილს, რომელიც „ევროაქტივში“ გამოქვეყნდა.

მისი თქმით, ეს არის ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ.

სამწუხაროდ “ნაცების” ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი სერგი კაპანაძე არასამთავრობო ორგანიზაციის ქოლგის ქვეშ აგრძელებს საქართველოსთან მიმართებაში მავნებლობას.

მიხეილ სააკაშვილის ქმედებას “გირგვლიანის საქმეზე” გამაოგნებელი უწოდა ევროპის სასამართლომ – წლები სერგი კაპანაძე გულმხურვალედ იდგა ნაციონალური მოძრაობის რიგებში. ახლა არასამთავრობო ორგანიზაციიდან ევროკავშირს მგზნებარედ მოუწოდებს – ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსის წინაპირობად სააკაშვილის პრობლემის გადაწყვეტა დააყენოსო . ეს არის ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ! …ანუ სააკაშვილის ხელისუფლების სისტემური დანაშაულებები ” პრობლემა” ყოფილა …ადამიანის უფლების ფეხქვეშ გათელვა, პატიმრების წამება, ბიზნესის რეკეტი და ა.შ… ყოფილი მთავრობის მაღალჩინოსნის “არასამთავრობული” ავი სურვილები – ეს არის ბრძოლა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ!!!“- წერს გრეტა წიწავა Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ჩვენ აზერბაიჯანთან გვინდა გვქონდეს ძალიან გრძელვადიანი პარტნიორობა და მეგობრობა, მე მჯერა ჩვენი ერთობლივი ხედვის
Next: ჯერ არ ვიცით რა მიმართულებას მიიღებს ისრაელ-ჰამასის დაპირისპირება – შემოიფარგლება შიდა სახელისუფლებო “აყირავების” მცდელობით, თუ სპარსეთ/არაბულ სამყაროსთან უფრო სერიოზული კონფლიქტის ნიშნებს შეიძენს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.