Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნაყოფიერი შეხვედრა, ნაყოფიერი საუბარი გვქონდა ბატონ ილჰამ ალიევთან – პრემიერი

მარშალ პრესი 08/10/2023
ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ, რა თქმა უნდა, მიმოვიხილეთ ჩვენს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები. აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, გამორჩეული მეგობარი სახელმწიფო, რომელთანაც ჩვენ გვაკავშირებს მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლური ძმობა და მეგობრობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ჩვენს ხალხებს შორის ეს მეგობრობა გრძელდება და ბატონ ილჰამ ალიევს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის და მისი ღვაწლი ძალიან დიდია ამ მეგობრობის და ამ ძმობის განმტკიცების საქმეში.

„მოხარული ვარ თქვენი ვიზიტით ბატონო პრეზიდენტო, მივესალმებით თქვენს დელეგაციას, პატივცემულ სტუმრებს, ყველას. მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადაგიხადოთ ჩამობრძანებისთვის და მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ წარმატებით ვაგრძელებთ დაწყებულ ტრადიციას, რომელიც უკავშირდება ხშირი ვიზიტების ორგანიზებას. მე რამდენიმე თვის წინ ვიყავი აზერბაიჯანში, გაბალაში. მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი გულთბილი მასპინძლობისთვის. ასევე შარშან თქვენ იმყოფებოდით, დაახლოებით ამ დროს, საქართველოში და ძალიან მიხარია, რომ ასეთი ხშირი ვიზიტები ხორციელდება ჩვენს ქვეყნებს შორის და მე ძალიან მადლიერი ვარ. რა თქმა უნდა, შემდეგი ვიზიტი განხორციელდება ჩემს მიერ, ალბათ, რამდენიმე თვეში. 

ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა, რა თქმა უნდა, ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, ნაყოფიერი საუბარი გვქონდა ბატონ ილჰამ ალიევთან. ჩვენ, რა თქმა უნდა, მიმოვიხილეთ ჩვენს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები. აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, გამორჩეული მეგობარი სახელმწიფო, რომელთანაც ჩვენ გვაკავშირებს მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლური ძმობა და მეგობრობა. ჩვენს ხალხებს შორის ეს მეგობრობა გრძელდება და ბატონ ილჰამ ალიევს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის და მისი ღვაწლი ძალიან დიდია ამ მეგობრობის და ამ ძმობის განმტკიცების საქმეში“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: აზერბაიჯანი არის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსი – ტოპ ხუთეულში არის ყოველ წელს, წელს ვაჭრობა გაიზარდა 15%-ით
Next: ჩვენ აზერბაიჯანთან გვინდა გვქონდეს ძალიან გრძელვადიანი პარტნიორობა და მეგობრობა, მე მჯერა ჩვენი ერთობლივი ხედვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.