Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების გამო FBI-მ ტრამპის მომხრეები მიზანში ამოიღო – გამოცემა “ნიუსვიკი”

მარშალ პრესი 08/10/2023
newsweek

ამერიკის ფედერალურ მთავრობას მიაჩნია, რომ ძალადობისა და სამოქალაქო არეულობების საფრთხე აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გარშემო იმდენად დიდია, რომ ის დონალდ ტრამპის MAGA-ს მიმდევრების არმიისათვის ჩუმად თვალყურის დევნებასა და წინააღმდეგობის გაწევას ცდილობს, – ამის შესახებ გამოცემა Newsweek-ი წერს.

გამოცემის ცნობით, გამოძიების ფედერალური ბიუროს პირველად ფედერალურ სააგენტოს, რომელსაც შიდა ტერორიზმის თავიდან აცილება ევალება, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა, ამჟამად მიზნად ძირითადად სწორედ ტრამპის მხარდამჭერები ჰყავს ამოღებული.

„FBI არის თითქმის წარმოუდგენელ პოზიციაში“, – ამბობს FBI-ის ამჟამინდელი ოფიციალური პირი, რომელმაც Newsweek-თან შიდა საკითხებზე სასაუბროდ ანონიმურობის დაცვის პირობა მოითხოვა.

„ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ FBI აპირებს შეაჩეროს შიდა ტერორიზმი და 2021 წლის 6 იანვრის კაპიტოლიუმის თავდასხმის ნებისმიერი განმეორება თავიდან აიცილოს. მაგრამ ბიურომ ასევე უნდა შეინარჩუნოს ყველა ამერიკელის კონსტიტუციური უფლება კამპანიის, თავისუფლად საუბრისა და მთავრობის წინააღმდეგ პროტესტის ჩატარების შესახებ. ყოფილ პრეზიდენტ ტრამპზე და მის MAGA-ს (გახადე ამერიკა ისევ დიდებული) მხარდამჭერებზე ფოკუსირებით ბიურომ შესაძლოა გამოიწვიოს ანტისამთავრობო აქტივისტების პროვოცირება“, – წერს გამოცემა.

Post navigation

Previous: ილჰამ ალიევი საქართველოშია
Next: ჩვენ მიმოვიხილეთ უსაფრთხოების საკითხები, რეგიონში არსებული ვითარება და ზოგადად, მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების საკითხები – პრემიერი ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.