IMG.GE IMG.GE

თუ იმ გამოკითხვების რეიტინგებს გავითვალისწინებთ, რომელთაც ჩვენ ვატარებ, ჩვენ ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებაში დარწმუნებული ვართ. გარკვეულ ოლქებში შეიძლება მეორე ტური იყოს, თუმცა საბოლოო ჯამში, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ დამაჯერებელ გამარჯვებას მივაღწევთ – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“, მოახლოებულ არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

„ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, კარგმა შედეგებმა და მთავრობის მზადყოფნამ დაიცვას თავისი ხალხი ყველანაირი გამოწვევისგან, რაც სამწუხაროდ ბევრმა განვითარებულმა სახელმწიფომ ვერ შეძლო. კრიზისის პერიოდში აჩვენო თუ რამდენად ძლიერი ხარ, რამდენად შემდგარი სახელმწიფო ხარ. რა თქმა უნდა, ამან ბევრს გადააწყვეტინა, რომ კვლავ „ქართულ ოცნებას“ დაუჭიროს მხარი. ეს შედეგები, ეს კურსი, რომელსაც ჩვენ ვაგრძელებთ, ის ბევრი შეცდომა, რომელის დაშვებასაც ოპოზიცია აგრძელებს არის ის მთავარი მიზეზი, რომელიც დამაჯერებელ გამარჯვებამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა კუჭავამ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE