Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მშვიდობა ყველაზე მოსაფრთხილებელი და დასაფასებელი გარემოებაა, მშვიდობა ისრაელს და მშვიდობა საქართველოს

მარშალ პრესი 07/10/2023
ბაჩო ოდიშარია

„ოთხი დღის წინ ჩამოვედი ისრაელიდან, სადაც იქაური კინო ფონდის მიწვევით ვიყავი სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე სასაუბროდ და ჰაიფას საერთაშორისო კინოფესტივალზე დასასწრებად. დღეს იქაური მეგობრები მწერენ რომ დილა შვილებთან ერთად თავშესაფარში გაუთენდათ. მე კიდევ მაქვს პრივილეგია, რომ ბავშვს კიროვის ბაღში ვასეირნებდე იმის შიშის გარეშე, რომ ჩემ ქვეყანაში ბომბი ჩამოვარდება – წერს სოციალურ ქსელში კინოცენტრის კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბაჩო ოდიშარია.

 „ოთხი დღის წინ ჩამოვედი ისრაელიდან, სადაც იქაური კინო ფონდის მიწვევით ვიყავი სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე სასაუბროდ და ჰაიფას საერთაშორისო კინოფესტივალზე დასასწრებად.

ახალი მეგობრები გავიჩინე, ვისთან ერთადაც ყოველ საღამოს ვსვამდით, ფეხბურთზე და კინოზე ვსაუბრობდით, საფესტივალო ფილმებს ვუყურებდით, თელ-ავივიდან იერუსალიმში, იერუსალიმიდან ჰაიფაში ვმოძრაობდით და ვტკბებოდით იმით, რაც ერთის მხრივ შეუმჩნეველი და თითქოს ბუნებრივი მოცემულობა უნდა იყოს, ისევე როგორც ჰაერი – მშვიდობით. დღეს იქაური მეგობრები მწერენ რომ დილა შვილებთან ერთად თავშესაფარში გაუთენდათ.

მე კიდევ მაქვს პრივილეგია რომ ბავშვს კიროვის ბაღში ვასეირნებდე იმის შიშის გარეშე, რომ ჩემ ქვეყანაში ბომბი ჩამოვარდება. მშვიდობა ყველაზე მოსაფრთხილებელი და დასაფასებელი გარემოებაა, მუდამ უნდა გვახსოვდეს ეს. მშვიდობა ისრაელს და მშვიდობა საქართველოს“, – წერს ბაჩო ოდიშარია Facebook-ზე.

Post navigation

Previous: „პრემიერი, როდესაც ჩადის ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოში, იქიდან მოდის პოზიტიური სიგნალები ევროინტეგრაციასთან და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ხოლო სადაც პრეზიდენტი მიდის, იქიდან მოდის ნეგატიური სიგნალები
Next: ირაკლი ღარიბაშვილი კორეის სავაჭრო და სამრეწველო პალატისა და SK ჯგუფის თავმჯდომარეს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.