Skip to content
16/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

დაჯგუფება “ჰამასი” ისრაელის სახელმწიფოს თავს დაესხა, ქვეყნის პრემიერი ამბობს, რომ ისრაელში ომია

მარშალ პრესი 07/10/2023
5005

ღაზის სექტორში მოქმედმა დაჯგუფებებმა ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო შეტევა წამოიწყეს. თავდასხმა ადგილობრივი დროით 7 საათზე დაიწყო.

BBC იუწყება, რომ ისრაელის მიმართულებით ნასროლია ასობით რაკეტა. ჰამასის ლიდერის მიერ გაკეთებული განცხადებით კი, საჰაერო თავდასხმისას გამოყენებულია 5000 რაკეტა. საჰაერო განგაში ჩაირთო თელ-ავივსა და ღაზის სექტორიდან 70 კილომეტრით დაშორებულ სხვა ქალაქებშიც. ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად დაიღუპა 22 მოქალაქე და დასავებულია 300-მდე პირი, თუმცა, ეს მხოლოდ წინასწარი მონაცემებია, რომელიც პერიოდულად იცვლება.

საინფორმაციო სააგენტო როიტერსის კადრებში ჩანს, რომ ხანძარია ქალაქ აშკელონში. შეიარაღებული პირები შეიჭრნენ ქალაქ სდეროთში, სადაც ისრაელის თავდაცვის ძალებს დაუპირისპირდნენ. ისრაელის შეიარაღებული ძალების (IDF) მიერ გავრცელებულ პირველად ინფორმაციაში ნათქვამია, რომ “ტერორისტების გარკვეულმა რაოდენობამ” ისრაელის ტერიტორიაზე შეაღწია, და მშვიდობიან მოსახლეობას სთხოვს სახლში დარჩენას.

ისრაელის თავდაცვის ძალები ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონში მცხოვრებლებს მოუწოდებენ, რომ დარჩნენ ბომბსაფარებთან ახლოს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანთი და პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უსაფრთხოების მაღალჩინოსნებთან შეხვედრას გამართავენ.

ისრაელის თავდაცვის ძალებში დებენ პირობას, რომ დაჯგუფება ჰამასი, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, “მძიმე საზღაურს გადაიხდის”. თავდამსხმელები კი ამ შეტევას “ოპერაცია ალ-აქსას წარღვნას” უწოდებენ და ამბობენ, რომ ესაა შურისძიება ალ-აქსას მეჩეთის დარბევის გამო

Post navigation

Previous: ფაქტია, რომ სექტა ვაიძულეთ მოახდინოს საკუთარი ტაქტიკური სვლების გზადაგზა გადაფორმატება
Next: „პრემიერი, როდესაც ჩადის ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოში, იქიდან მოდის პოზიტიური სიგნალები ევროინტეგრაციასთან და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ხოლო სადაც პრეზიდენტი მიდის, იქიდან მოდის ნეგატიური სიგნალები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.