Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რაც კი სიყალბე ალაგეს ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ყველაფერი ჩამოიშალა ზუსტად ნახევარ საათში

მარშალ პრესი 06/10/2023
მამუკა მდინარაძე

“ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ „შეკრებების შესახებ კანონში ცვლილებები პრეზიდენტთან არ გაიგზავნება და მისი ხელმოწერის გარეშე შევა ძალაში“ ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ერთი მარტივი ხუმრობით, ნახევარსაათიანი ხუმრობით, ჩამოიშალა მთლიანად ოპოზიცია, პრეზიდენტი, მისი წარმომადგენლები, მათი კვალიფიკაცია, მათი ნარატივი. რაც კი ფეიკი ალაგეს ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ყველაფერი ჩამოიშალა ზუსტად ნახევარ საათში“.

„რასაც წინა პერიოდის განმავლობაში ამტკიცებდა ოპოზიცია, პრეზიდენტი, მისი წარმომადგენლები, მათ შორის, პროცესზე საკონსტიტუციო სასამართლოში, სამი დღის განმავლობაში, ირაკლი კობახიძის ერთი ანალოგიური განცხადება და ჩამოიქცა სოციალური ქსელები და სერიოზული კომენტარები აკეთეს. ასეთი მარტივი მხილება, შეუძლებელი მეგონა მე პირადად. ერთი მარტივი ხუმრობით მათი იურისპრუდენციაც, განსწავლულობაც, კვალიფიკაციაც, აღქმაც, ყველაფერი ხომ ეჭვის ქვეშ დადგა და გარდა ამისა, სერიოზულად დაიწყეს მტკიცება, სანამ არ დარეკეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და არ გაარკვიეს, რომ უკვე გადაგზავნილია. და რომ ნახეს, რომ უკვე გადაგზავნილია, ამის შემდეგ მოეგნენ გონს და მიხვდნენ, რომ იგივეზე აღშფოთდნენ და გადაირივნენ, რასაც სამი დღის განმავლობაში ამტკიცებდნენ. ეს იყო სრული ლუსტრაცია, რომლის მსგავსიც მე იშვიათად მახსენდება“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტს სთხოვენ, კონსტიტუციის სადარაჯოზე დადექით და ადამიანის უფლებები დაიცავითო
Next: ფაქტია, რომ სექტა ვაიძულეთ მოახდინოს საკუთარი ტაქტიკური სვლების გზადაგზა გადაფორმატება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.