Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ომის და ღალატის პარტიის ახალგაზრდა აქტივისტები კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტს სთხოვენ დადგეს კონსტიტუციური წესრიგის სადარაჯოზე და ვეტო დაადოს ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონში მიღებულ ცვლილებებს

მარშალ პრესი 06/10/2023
ლადო ბოჟაძე

მიუხედავად იმისა, რომ სუს-ში დაიწყო გამოძიება, დაკითხვაზე იქნა დაბარებული ,,კანვას საქართველოს” დამფუძნებლები, რადიკალური ოპოზიცია მაინც ჯიუტად უარყოფს გადატრიალების გეგმის არსებობას, თუმცა დღეს მათი ,,ახალგაზრდული ორგანიზაციების” განცხადება საპირისპიროზე მეტყველებს– ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე წერს, რითაც სამოქალაქო მოძრაობის მიერ პრეზიდენტთან გაგზავნილ ღია წერილს ეხმიანება, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს სთხოვენ ვეტო დაადოს ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონში მიღებულ ცვლილებებს.

“ქურდს ქუდი ეწვისო – ზუსტად ასეა რადიკალური ოპოზიციასთან აფილირებული ,,ახალგაზრდული” და ,,სტუდენტური” ორგანიზაციების ამბავი. მიუხედავად იმისა, რომ სუს-ში დაიწყო გამოძიება, დაკითხვაზე იქნა დაბარებული ,,კანვას საქართველოს” დამფუძნებლები, რადიკალური ოპოზიცია მაინც ჯიუტად უარყოფს გადატრიალების გეგმის არსებობას, თუმცა დღეს მათი ,,ახალგაზრდული ორგანიზაციების” განცხადება საპირისპიროზე მეტყველებს. ომის და ღალატის პარტიის ახალგაზრდა აქტივისტები: ,,ტალღა”, ,,ჯიუტი”, ,,სტუდენტები ევროპული მომავლისთვის” და ,,დაფიონი”, საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტს წერილით მიმართავენ და სთხოვენ დადგეს კონსტიტუციური წესრიგის სადარაჯოზე, ვეტო დაადოს ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონში მიღებულ ცვლილებებს.

წერილის ავტორების უკან დგანან: ,,ნაციონალური მოძრაობა”, ,,დროა”, ,,გირჩი” და რაც ყველაზე მთავარია ,,კანვას საქართველოს” დამფუძნებელი გიორგი მელაძე, სწორედ მათთვის არის მიუღებელი ის ცვლილებები, რომელიც ერთის მხრივ ხელს არ უშლის არავის პროტესტის გამოხატვას და მეორეს მხრივ საშუალებას აძლევს პოლიციას დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება. სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად ჩამოყვანილმა სერბმა ტრენერებმა გადაამზადეს ახალგაზრდები იმისთვის, რომ პროტესტი იყოს მაქსიმალურად რადიკალური, მოახდინონ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ბლოკირება და პარალიზება, გაამწვავონ სამოქალაქო დაპირისპირება, მოაწყონ პროვოკაციები და ა.შ. დღევანდელმა წერილმა და სალომე ზურაბიშვილის პოზიციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა დესტაბილიზაციის გეგმის არსებობა და ის რეალური საფრთხეები რაც ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობას ემუქრება. სახელმწიფო და ხალხი არ დაუშვებს საქართველოში ქაოსს და დესტაბილიზაციას, დავიცავთ მშვიდობას და სტაბილურობას, საკადრის პასუხს გავცემთ გარე და შიგა მტრებს!”- წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

Post navigation

Previous: ყოფილი ავტორიტარული რეჟიმის მარიონეტები აპროტესტებენ დემოკრატიულ ქვეყნებში არსებულ სტანდარტებს იმის გამო, რომ ჩაეშლებათ ე.წ. გადატრიალების გეგმები
Next: როგორც ჩანს, კარვები ნაყიდია, „მაიდანი“ რეალიზაციის სტადიაზეა, ავანსი აღებულია, ხოლო ხელისუფლება მათ ამ „დემოკრატიულ უფლებას“ უზღუდავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.