Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სამართლის უზენაესობის დაცვაზე პასუხისმგებელია არა რომელიმე ელჩი, არამედ საქართველოს ხელისუფლება – ყველამ უნდა გვაცადოს, რომ ჩვენ დავიცვათ სამართლის უზენაესობა

მარშალ პრესი 06/10/2023
ირაკლი კობახიძე2

მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ევროკავშირის მოქმედ ელჩს ყველაფრის გამო, თუმცა, მინდა ერთი რამ აღვნიშნო: თუ აქვს მას რესურსი, მაშინ ააღებინოს ხელი საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე, – ასე შეაფასა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადება იმის შესახებ, რომ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა აძლიერებს დეპოლარიზაციას.

კობახიძის განმარტებით, საქართველოში სამართლის უზენაესობის დაცვაზე პასუხისმგებლობა შესაბამის კონსტიტუციურ ორგანოებს ენიჭება.

შესაბამისად, მისივე თქმით, თუ ელჩს არ აქვს რესურსი, ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევაზე უარი ათქმევინოს, ხელისუფლებას უნდა მიეცეს ამის შესაძლებლობა.

„მე მგონია, რომ მას [პაველ ჰერჩინსკის] არ აქვს ამის რესურსი, ასეთ პირობებში, ყველამ უნდა გვაცადოს, რომ ჩვენ დავიცვათ სამართლის უზენაესობა.

თუ ევროკავშირის ელჩს არ აქვს იმის რესურსი და რა თქმა უნდა, შეიძლება არ ჰქონდეს ეს რესურსი, რომ მან ააღებინოს სალომე ზურაბიშვილს ხელი კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე, ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა გვქონდეს საშუალება, სათანადო სამართლებრივი ინსტრუმენტებით ავაღებინოთ ხელი სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე, იმიტომ, რომ სამართლის უზენაესობის დაცვაზე საქართველოში პასუხისმგებელია არა რომელიმე ელჩი, არამედ საქართველოს ხელისუფლება და შესაბამისი კონსტიტუციური ორგანოები.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: მას აქვს 50-ზე მეტი დეპუტატის იმედი, აქვს იმის რწმენა, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც თავის დროზე აცხადებდა მოღალატედ, რეზიდენტად, აგენტად, არ დაუჭერს მხარს მის გადაყენებას
Next: საუბრობენ ჩვენი და „ნაცმოძრაობის“ ალიანსზე, როცა გახარიას და „ნაცმოძრაობას“კოალიცია აქვთ ოფიციალურად ჩამოყალიბებული ოთხ მუნიციპალიტეტში, ჩვეულებრივი მატყუარები არიან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.