საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების შეთანხმება კარგი შესაძლებლობაა ჩვენს მეგობრულ სახელმწიფოებს შორის კავშირების გაძლიერებისთვის – დავით ზალკალიანი

188
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების დოკუმენტის გაფორმებას ეხმაურება საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

„მიხარია, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან სულ რაღაც ორი წლის შემდეგ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის ხელი მოეწერა სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ შეთანხმებას. ეს ნამდვილად ძალიან კარგი შესაძლებლობაა ჩვენს მეგობრულ სახელმწიფოებს შორის კავშირების გაძლიერებისთვის და ის კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს საქართველოს მიერ საერთაშორისო ასპარეზზე გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს“, – წერს დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

დღეს, ჩრდილოეთ მაკედონიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და მისმა კოლეგამ, სტევო პენდაროვსკიმ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ორი ქვეყნის მოქალაქეებს, როგორც საქართველოში, ისე ჩრდილოეთ მაკედონიაში მოგზაურობისას სავიზო რეჟიმისგან ათავისუფლებს.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება