რისთვის შედიან კრემლში გამობრძმედილი და ისე ნაცები პარლამენტში?

410
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საკუთარ თავს და იმ ბელადს დააბრალონ, რომელმაც ექვსი თვის განმავლობაში სულ სხვა რამ აძახებინა და ახლა უწევთ იმ პრინციპების გადახაზვა, ისედაც ვიცოდით, რომ უპრინციპოები იყვნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„ვერ ვხვდები „ნაციონალური მოძრაობის“ შემოსვლის მისიას, თუ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერენ, სადაც წერია, რომ ახალი საარჩევნო კოდექსი უნდა მივიღოთ, შესაბამისად ახალი ამნისტიის ის პრინციპები, რაც შეთანხმებული იყო. თუ მას ხელს არ აწერენ, მაშინ რა უნდათ პარლამენტში, რისთვის შემოდიან? ხელფასები აიღონ, თანამდებობები დაინაწილონ? ეს მათი არჩევანია, კი ბატონო. ჩვენ ექვსი თვე მათ ვეუბნებოდით, რომ შემოსულიყვნენ და რეალურ პრობლემებზე ემსჯელათ, მაგრამ უბრალოდ აღიარონ, მოიქცნენ ადეკვატურად, აღიარონ, რომ შეცდომა დაუშვეს, მთელი ეს პერიოდი თავიანთ ამომრჩეველს ატყუებდნენ და ახლა ღირსეულად შემოვიდნენ, თქვან, რომ შეცდომა დავუშვით, ეს ერთი. მეორე, იქ იყო საუბარი, რომ ჩვენ ამომრჩეველს ვკითხავთ, იქ იყო საუბარი სოციალურ ქსელზე. სად არის ეს ფეისბუქგამოკითხვა, მელია ხომ ასე შეირჩა, დემოკრატიაზე და გამჭვირვალობაზე გვიქადაგებდა, ახლა არ არის გამჭვირვალე და ღია ეს შემოსვლა? ჯობია, კიდევ ერთხელ დაუბრუნდნენ რეალურ პრობლემებს, გამოწვევებს. ის, რაც მოგონილი ჰქონდათ და რაც რევოლუციურ სცენარებს ავითარებდა, წყალში ჩაუვარდათ. ახლა, კი ბატონო, შემოვიდნენ, დასხდნენ და ისაუბრონ რეალურ პრობლემებზე. თავიანთ თავს დააბრალონ და იმ ბელადს, რომელმაც ექვსი თვის განმავლობაში სულ სხვა რამ აძახებინა და ახლა უწევთ იმ პრინციპების გადახაზვა, ისედაც ვიცოდით, რომ უპრინციპოები იყვნენ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღო. ამასთან, საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის გადაწყვეტილების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განმარტებით, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს არ აწერენ.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება