Skip to content
10/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ბათუმი ფორუმს – „აჭარის აგრარული შესაძლებლობები“ მასპინძლობს

მარშალ პრესი 05/10/2023
386509398_701703925345529_3880657101231697196_n
აგრარული ფორუმის ფარგლებში მოეწყო აჭარის აგრარული შესაძლებლობებისა და საექსპორტო პოტენციალის შესახებ პრეზენტაციები და ორმხრივი (B2B) შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებს შორის.
ფორუმი მიზნად ისახავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სექტორის საექსპორტო პოტენციალის წარმოჩენას, რეგიონის აგრარული, სოფლად მეწარმეობისა და სოფლად ტურიზმის განვითარების შესაძლებლობების ცნობადობის ამაღლებას, აგრო-სამეწარმეო დაფინანსების კუთხით შემუშავდა პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ახალი ინიციატივების მხარდაჭერას და უკვე 40-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა ამ პროგრამის ფარგლებში“.
ფორუმში მონაწილეობდა სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 50-ზე მეტი კომპანია, ასევე დარგობრივი ასოციაციები და საოჯახო ფერმერული მეურნეობები. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ რეგიონის აგრო – სასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების მე-11 საერთაშორისო გამოფენაში „AGRO BATUMI 2023“.
ფორუმს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.

Post navigation

Previous: მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირში საღი აზრი, რაციონალურობა, წინახედულობა და სტრატეგიული აზროვნება გაიმარჯვებს და ევროპა აღარ დაუშვებს იმ შეცდომას, რომელიც შარშან დაუშვეს, როცა საქართველოს უსამართლოდ მოექცნენ
Next: თუ ამ ადამიანისთვის საამაყოა, რაც 2012 წლამდე ხდებოდა ქვეყანაში, ვფიქრობ, განაჩენს საზოგადოება გამოიტანს – კახა კალაძე მაია კოპალეიშვილზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.