Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

შემოდგომაზე აშშ-ის ადმინისტრაცია კვლავაც მოისურვებს ომში ჩვენს ჩართვას – ვიქტორ ორბანი

მარშალ პრესი 05/10/2023
ვიქტორ ორბანი

შემოდგომაზე აშშ-ის ადმინისტრაცია კვლავაც მოისურვებს ომში ჩვენს ჩართვას, უნგრეთი სუვერენული ქვეყანაა. ჩვენ არ გავხდებით მიგრანტთა გეტო და არ დავთმობთ უფლებას, გვქონდეს საკუთარი საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკა”- განაცხადა უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა 25 სექტემბერს, უნგრეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მან პირდაპირ დაადანაშაულა ჯორჯ სოროსი, ბრიუსელი და ამერიკა ზეწოლაში და იძულებაში, რათა უნგრეთის ხელისუფლებამ გაატაროს მათთვის მისაღები პოლიტიკა.

“თქვენ ხედავთ, რომ ამ შემოდგომაზე უნგრეთის ოპონენტები ერთდროულად გამოვლენ თავიანთი მოთხოვნების დასაყენებლად. ის, რაც სოროსის იმპერიას, ბრიუსელის ბიუროკრატებს და ამერიკაში დემოკრატებს სურთ ჩვენგან არის ის, რაც ჩვენ მათ არ შეგვიძლია მივცეთ – და, ვფიქრობ, არ გვინდა  მიცემა.

შემოდგომაზე აშშ-ის ადმინისტრაცია კვლავაც მოისურვებს ომში ჩვენს ჩართვას: იარაღის მიწოდება და მეტი ფულის მიცემა უკრაინას – ყოველ შემთხვევაში, ბრიუსელს მისცეს საშუალება, უკრაინას ჩვენი ფული მისცეს.

ბრიუსელს სურს, რომ მიგრანტები შემოვიყვანოთ და ავაშენოთ მათთვის მიგრანტების გეტოები, სექსუალური პროპაგანდა შევიტანოთ სკოლებში, მივცეთ მათ ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღების უფლება და გარდა ამისა, უარი ვთქვათ ავტონომიურ საგარეო პოლიტიკაზე და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების უფლებაზე.

ისინი იმუქრებიან, რომ თუ ჩვენ ამ ყველაფერს არ გავაკეთებთ, ჩვენზე გამუდმებით ზეწოლას მოახდენენ, ბრიუსელიდან თანხებს შეაკავებენ და – სოროსის იმპერიის ხაზით – გადაუხდიან უნგრეთის მემარცხენეებს, უნგრეთის მთავრობის შიდა ოპონენტებს.”– განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

Hungary is a sovereign country. We will not become a migrant ghetto and we will not give up our right to have our own foreign and economic policy. #ThisIsTheWay pic.twitter.com/SnTE6n27q6

— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) October 3, 2023

 

Post navigation

Previous: იაგო ხვიჩიას რომ არა “სუტენიორის”, არამედ პოლიტიკოსის მსოფლმხედველობა ჰქონოდა, ჯერ კიდევ შესაძლებელი იქნებოდა მისთვის აგვეხსნა, რას წარმოადგენს კონსტიტუციის უზენაესობა
Next: ძალიან კარგად იციან, რომ სამართლებრივად, არჩევნებით ვერ დაამარცხებენ „ქართულ ოცნებას“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.