Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლატვიის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მოგვთხოვა, დავაწესოთ სანქციები, რომელიც დააზიანებს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს

მარშალ პრესი 05/10/2023
მამუკა მდინარაძე

ლატვიის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მოგვთხოვა, დავაწესოთ სანქციები, რომელიც დააზიანებს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს, – ამის თაობაზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთისთვის სანქციების დაწესება დააზიანებს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს.

„პრეზიდენტი შეხვდა ლატვიის პრეზიდენტს, გამოვიდა ლატვიის პრეზიდენტი და რაც მანამდე არ გაუხმოვანებია იმ სახელმწიფოს წარმომადგენელს, მან თქვა რომ საქართველომ უნდა დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, კი არ შეუერთდეს სანქციებს, არამედ დააწესოსო. ლატვიის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მოგვთხოვა, დავაწესოთ სანქციები, რომელიც დააზიანებს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს. ეს ზიანი ყველაზე რბილი დათვლით შეიძლება იყოს 10% და ყველაზე ცუდი დათვლით ეს შეიძლება 16-18%-საც კი გასცდეს. ეს იყო შედეგი“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: ღმერთმა დალოცოს ამერიკა – სალომე სამადაშვილი
Next: ქვეყნები, რომლებიც ჩვენ მოგვიწოდებენ, სანქციებს შემოუერთდითო, ამ ფონზე, ვაჭრობას აგრძელებენ რუსეთთან – სოზარ სუბარი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.