“ეს ინფუზორია, ის გადაგვარებული ქართველი არახამია და მსგავსი ერთუჯრედიანები არ არიან საქართველოს მეგობრები. ისინი არ გულშემატკივრობენ საქართველოს. მათი განცხადებები არის მტრული ჩემი ქვეყნისთვის! ეს ხალხი არიან ომის პარტიის მეგობრები და მათი გულშემატკივრები. ეს არის ფაქტი და ამას ძალიან მკაცრი შეფასება უნდა მიეცეს”- ასე ეხმიანება ექსპერტი ანდრია გვიდიანი ოლექსეი არესტოვიჩის განცხადებას.
მისი თქმით მსგავსი მტრული განცხადებები ქართულ საზოგადოებაში იწვევს აგრესიას და აფუჭებს ურთიერთობებს ჩვენს ქვეყნებს შორის.
“ქვეყანა ომშია და კრიტიკას უნდა მოვერიდოთ კი არა, მაინტერესებს, რატომ ბედავს ეს ერთუჯრედიანი ელემენტი საქართველოსთან ასეთი ტონით საუბარს?! უკვე ყველა ზღვარს სცდება ამათი თავხედობა და შეუძლებელია ამის მოთმენა. ქართველი ხალხი არის უკრაინის და უკრაინელი ხალხის მეგობარი! თუმცა, სამწუხაროდ, რთულია იგივე ითქვას იმ კლოუნებზე, რომელებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებას წარმოადგენენ და საქართველოს კრიტიკის შანსს არ უშვებენ ხელიდან. ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას. ეს ინფუზორია, ის გადაგვარებული ქართველი არახამია და მსგავსი ერთუჯრედიანები არ არიან საქართველოს მეგობრები. ისინი არ გულშემატკივრობენ საქართველოს. მათი განცხადებები არის მტრული ჩემი ქვეყნისთვის! ეს ხალხი არიან ომის პარტიის მეგობრები და მათი გულშემატკივრები. ეს არის ფაქტი და ამას ძალიან მკაცრი შეფასება უნდა მიეცეს. იმედი მაქვს უკრაინის ხელისუფლებაში ან ჩვენ დასავლელ პარტნიორებში მაინ გამოჩნდება ვინმე მოაზროვნე ადამიანი, ვინც ამ ერთუჯრედიან იდიოტებს აუკრძალავს საქართველოსთან ამ ტონით საუბარს. მსგავსი მტრული განცხადებები ქართულ საზოგადოებაში იწვევს აგრესიას და აფუჭებს ურთიერთობებს ჩვენს ქვეყნებს შორის. იმედია ამას ვინმე გააანალიზებს და ამ კრეტინს გააგებინებს, რომ ენას კბილი უნდა დააჭიროს. რაც შეეხება იმას, თუ რა პასუხს გასცემს ქართული საზოგადოება საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებს, ეს არც არესტოვიჩის საქმეა და არც სხვა იდიოტების, რომლებიც ჭკუას გვარიგებენ, როგორ შეიძლება საქართველოს ომში ჩაბმა. ქართველი ხალხი ყველაფერს ხედავს და, რა თქმა უნდა, ყველაფერი ისე შეფასდება, როგორც ქართული საზოგადოება გადაწყვეტს. ქართველ ხალხს არ უნდა თბილისში ნახოს მარიუპოლი ან ბუჩა. საქართველოს ხელისუფლების მშვიდოების პოლიტიკას აქვს აბსოლუტური მხარდაჭერა ქართული საზოგადოების მხრიდან. ცხადია, ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით. არაერთი ნაბიჯით დავამტკიცეთ ჩვენი მხარდაჭერა და ამას ხედავს როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოება. ყველაფრის დრო მოვა, მჯერა მშვიდობა დაისადგურებს და მერე ყველას მოეკითხება როგორც შიდა, ისე გარე მტრებს. უკრაინელ ხალხს კი გამარჯვებას ვუსურვებ ბოროტებასთან ბრძოლაში”-წერს გვიდიანი Facebook-ზე.
ის ხალხი, რომელიც თავს ოპოზიციად ასაღებს, რეალურად, აგენტურული ქსელია, ამიტომ, გადავწყვიტეთ,...