Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრეზიდენტი არავითარი ფორმით არ არის ჩართული აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებაში – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 03/10/2023
ირაკლი კობახიძე

„2013 წლიდან რეალურად გადავედით საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლება ექსკლუზიურად ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მთავრობას და პრეზიდენტი საერთოდ არ არის ჩართული აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებაში, არავითარი ფორმით“-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.

„ეს იყო მთავარი ცვლილება, რაც განხორციელდა 2013 წლიდან. ასევე, შეიცვალა პრეზიდენტის სტატუსთან დაკავშირებული ჩანაწერი. ადრე თუ ეწერა, რომ პრეზიდენტი იყო უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში, მაქსიმალურად შეიკვეცა ამ სტატუსის შინაარსიც და ჩაიწერა, რომ პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში“-განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, იმისთვის, რომ ზედმეტი ინტერპრეტაციები ყოფილიყო თავიდან აცილებული, ყველაზე სუსტი ჩანაწერი იქნა შეტანილი კონსტიტუციის დღევანდელ 59-მუხლში და წერია, რომ პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში.

მისივე თქმით, საპარლამენტო რესპუბლიკებში და მონარქიებში, მონარქებმა და პრეზიდენტებმა იციან, რომ არ შეიძლება ჩაეჭრან მთავრობას არც საშინაო და არც საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში.

„იმისათვის, რომ ზედმეტი ინტერპრეტაციები ყოფილიყო თავიდან აცილებული, ყველაზე სუსტი ჩანაწერი იქნა შეტანილი კონსტიტუციის შესაბამის მუხლში, დღევანდელ 59-ე მუხლში და წერია მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში და არც წარმომადგენელი და არც მით უმეტეს, უმაღლესი წარმომადგენელი. მხოლოდ ასე განისაზღვრა პრეზიდენტის წარმომადგენლობითი სტატუსი.

შემდეგ მაქსიმალურად დაზუსტდა ჩანაწერები, რომლებიც უკავშირდება უკვე უფლებამოსილების განხორციელებას, მაგრამ რომც არ დაზუსტებულიყო, ისედაც ყველაფერი უნდა ყოფილიყო ნათელი იმიტომ, რომ საპარლამენტო რესპუბლიკებში და მონარქიებში, მონარქებმა და პრეზიდენტებმა იციან, რომ ისინი არ შეიძლება ჩაეჭრან მთავრობას არც საშინაო და არც საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში. ისეთი ზუსტი ჩანაწერები, როგორიც გვხვდება საქართველოს კონსტიტუციაში არ გვხვდება არც გერმანიის, არც ესპანეთის კონსტიტუციებში, მაგრამ გერმანიის პრეზიდენტმა იცის, რომ მისი პრეროგატივა არ არის ჩაეჭრას მთავრობას საგარეო და საშინაო პოლიტიკის განხორციელებაში და იგივე ეხება ესპანეთის მეფეს. ესპანეთის მეფეს კონსტიტუციაში უწერია, რომ ის არის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში, მაგრამ მეფემ იცის, რომ ეს არის საპარლამენტო მონარქია, შესაბამისად, მთავრობა ახორციელებს აქაც საგარეო პოლიტიკას და არა მეფე და მონარქი“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძე

Post navigation

Previous: “ნაცმოძრაობა“ და მის ირგვლივ შემოკრებილი ოპოზიცია სახელმწიფოს მტრად მიიჩნევენ და თავადაც მტრობენ ქვეყანას, ხოლო ქვეყნის მართვას უცხოეთიდან მათი ლობისტების მიერ დაქირავებული ენჯეოებით აპირებენ
Next: ჩუგოშვილმა ფაქტობრივად თავად გამოუტანა განაჩენი პრეზიდენტს – თამარ ჩიბურდანიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.