Skip to content
26/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დაახლოებით ხუთი წლის წინ სალომე ზურაბიშვილი ჩვენთვის პრეზიდენტი იყო და ოპოზიციისთვის – რეზიდენტი, დღეს კი პირიქით არის

მარშალ პრესი 03/10/2023
გურამ მაჭარაშვილი

“ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან საუბრისას საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე დაგეგმილ სხდომას ეხმაურება.

მაჭარაშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამარლოში მოუწევს პასუხების გაცემა მის მიმართ არსებულ კითხვებზე.

„დაახლოებით ხუთი წლის წინ სალომე ზურაბიშვილი ჩვენთვის პრეზიდენტი და ოპოზიციისთვის – რეზიდენტი იყო, დღეს კი პირიქით გახდა. ეს იქნება სათაური საკონსტიტუციო სასამართლოში, თუ ჩავა ქალბატონი პრეზიდენტი იქ. თუ არ ჩავა, მისთვის უარესი – დაინახავს საზოგადოება, რომ ის გაურბის სიმართლისთვის თვალის გასწორებას.

პრეზიდენტს მოუწევს იქ პასუხების გაცემა. იქ თქვას, რომ არღვევდა და არღვევს კონსტიტუციას და მერე ვიხილავთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას,” – განაცხადა მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: შეიძლება რაღაც ტერიტორიები მიიტაცა პუტინმა, მაგრამ ის დამარცხებულია – პეტო ცისკარიშვილი
Next: პრემიერ-მინისტრი კომპანია Veolia group-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.