,,ბიომრავალფეროვნების კონფერეცია 2023″ გაიმართა და დაცული ტერიტორიების ეროვნული პლატფორმა გაიხსნა. პროგრამის ,,გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო” ფარგლებში, რომელიც 2021 წლიდან შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
კონფერენციაზე განიხილეს საკითხები:
საქართველოს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის, ქვეყნის ახალი საკანონმდებლო ინიციატივების ეროვნული და ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციები, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“- ს მხარდაჭერა ქვეყნის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მიმართულებით, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენცია (CBD) და კუნმინ – მონრეალის გლობალური ბიომრავალფეროვნების ჩარჩო.
ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის დანერგვა გლობალურ დონეზე შვედეთის მონაწილეობით და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ მხარეთა მე-15 კონფერენცია და მისი შედეგების ეროვნულ დონეზე დანერგვის გეგმები ჩეხეთის რესპუბლიკაში.
,,გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო” პროგრამის მიზანია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერება ბიომრავალფეროვნების კარგვის შეჩერებისათვის გრძელვადიან პერიოდში, ჰაბიტატების განადგურებისა და დეგრადაციის თავიდან აცილების გზით, ასევე ბუნებრივი რესურსებით გადაჭარბებული სარგებლობის, კლიმატის ცვლილების და დაბინძურების, კერძოდ ჰაერის დაბინძურების თავიდან აცილებით.
შეხვედრას ა(ა)იპ ,,მაჭახელას დაცული ლანდშაფტი”- ს სამმართველოს დირექტორი გიორგი სურმანიძე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხატია წილოსანი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
