გიორგი ვაშაძე “გამარჯვების პლატფორმის” მენეჯერად დაინიშნა. ამის შესახებ ნაც.მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. თავად ვაშაძე კი უკვე მერამდენედ იწყებს რეგიონებში გასვლას და ხალხთან შეხვედრას. მისი თქმით, ერი და ბერი უნდა გაერთიანდეს და ერთობლივად დაამარცხონ “ქართული ოცნება” და რაც ყველაზე მთავარია, გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი.
