Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როდესაც ერთ სახელისუფლებო პარტიას ხალხი უფრო ენდობა პრობლემების მოგვარებაში, ვიდრე ერთად აღებულ მთელ ოპოზიციას მათივე კვლევებით, ეს უკვე საბედისწერო განაჩენია მათთვის

მარშალ პრესი 29/09/2023
თამარ ჩიბურდანიძე

„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე, სოციალურ ქსელში „ფორმულას“ დაკვეთით, Edison Research-ს მიერ ჩატარებულ კვლევის შედეგს ეხმაურება.

ჩიბურდანიძის თქმით, ოპოზიციის მიერ დაკვეთილი კვლევიდან ჩანს, რომ ქართველი ხალხი უმუშევრობის, ტერიტორიული მთლიანობის, განათლების, კლიმატის ცვლილების და ჯანდაცვის, ანუ ქვეყანაში არსებული თითქმის ყველა პრობლემის მოგვარებას ანდობს ხელისუფლებას და არა ერთად აღებულ მთელ ოპოზიციას.

„Edison Research -ის კვლევით, რომელიც „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარდა, პოლიტიკურ რეიტინგებში “ქართულ ოცნება”- ს 37% დაუწერეს, თუმცა, იქვე, იმავე კვლევაში, კითხვაზე: „თქვენი აზრით, “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის ვინ უფრო გაუმკლავდება პრობლემებს?”, პასუხში გამოკითხულთა 57-53 % ყველა პრობლემაზე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ მოაგვარებს, ხოლო 43-47% მიიჩნევს, რომ ოპოზიცია (ყველა ერთად).

ხალხი ხმას აძლევს იმას, ვისაც ენდობა მისი პრობლემების მოგვარებაში, ეს არის აქსიომა პოლიტიკაში და სწორედ აქ ეპარებათ სიმართლე კვლევებში. ამ კონკრეტული კვლევის შედეგების ალოგიკურობაც სწორედ ამაში მდგომარეობს. ოპოზიციის მიერ დაკვეთილი კვლევიდან ჩანს, რომ ქართველი ხალხი უმუშევრობის, ტერიტორიული მთლიანობის, განათლების, კლიმატის ცვლილების და ჯანდაცვის, ანუ ქვეყანაში არსებული თითქმის ყველა პრობლემის მოგვარებას ანდობს ხელისუფლებას და არა ერთად აღებულ მთელ ოპოზიციას. ეს კი საბედისწერო განაჩენია მათთვის ამ უმნიშვნელოვანესი არჩევნების წინ“, –წერს ჩიბურდანიძე,

Post navigation

Previous: ქართველი „ლიბერალები“ განსაკუთრებულად ებრძვიან მორწმუნე და ზნეობის დამცველ მოქალაქეებს – ნანა კაკაბაძე
Next: გაძარცვული ევროპელი პენსიონერების ფულზე, “ედისონ რისერჩის” კვლევებმაც კი ვერაფერი უშველეს ნაც/ნუდისტების ხელისუფლებაში დაბრუნების მოლოდინებს, რომლებიც აგრძელებენ “დურაკას” თამაშს, ოღონდ ჩაცმაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.