„ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნებში მარცხი საბოლოოდ აღიარა – გივი მიქანაძე

215
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მარცხი საბოლოოდ აღიარა.

გარდა ამისა, მიქანაძის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიშელის დოკუმენტზე ხელის არ მოწერით საზოგადოებას აჩვენა რეალური სახე, რომ მათთვის ვიწროპარტიული ინტერესები მეტად მნიშვნელოვანია.

„ნაციონალურმა მოძრაობა“ ამ გადაწყვეტილებით საბოლოოდ აღიარა ის მარცხი, რომელიც მათ ამ არჩევნებში მიიღეს. ამასთანავე, მათ საზოგადოებას აჩვენეს თავისი რეალური სახე, რომ მათთვის ვიწროპარტიული ინტერესები იყო უფრო მეტად მნიშვნელოვანი, ვიდრე საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესები. სხვას ვერაფერს დავარქმევთ იმას, რომ ისინი 19 აპრილის შეთანხმებას არ შეერთებიან დღემდე და იმას, რომ დღემდე ჯერჯერობით ისინი პარლამენტში არ არიან წარმოდგენილი.

კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ ეს დესტრუქციული ძალა მიზანმიმართულად ცდილობს, ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და ამის ფონზე შეძლოს, გარკვეულწილად ხელისუფლება დაიბრუნოს, რისი არანაირი საფუძველი არ აქვს, რამეთუ საზოგადოების მხრიდან მათ თითქმის აღარ აქვთ მხარდაჭერა. ამ შვიდმა თვემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა, თუ რა რის მათი ძირითადი მიზანი, რომ საზოგადოების კეთილდღეობა მათი დღის წესრიგი არ არის. ამიტომ, დღითი დღე მათი რეიტინგი იკლებს. ამის რეალურ შედეგებს ჩვენ ვნახავთ შემოდგომის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.

პირველი, მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოების მიერ გამოხატული თავისუფალი ნება, რომელიც ოქტომბრის არჩევნებზე განხორციელდა, საბოლოოდ იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, ასახული ის, რაც ქართულ საზოგადოებას სურდა, რომ 11 დეკემბრიდანვე ყოფილიყო წარმოდგენილი.

მეორე – რა თქმა უნდა, ოპოზციის ჩართულობა მნიშვნელოვანი არის დემოკრატიული პროცესების განვითარებაში და ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიცია ნელ-ნელა უფრო აქტიურად ერთვება ამ პროცესებში. ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, მნიშვნელობას ვანიჭებთ ოპოზიციის როლს, თუმცა სიმართლე რომ გითხრათ „ნაციონალური მოძრაობა“ შემოვიდოდა პარლამენტში, თუ არა, ეს დიდად ინტერესს არ წარმოადგენდა, რადგან მათი დღის წესრიგი არის ქვეყნის წინააღმდეგ წარმართული საქმიანობა, დესტრუქცია და არა ის, რომ იზრუნონ საზოგადოებასა და ქვეყნის სამომავლო ინტერესებზე“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის.

ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

ამასთან, პარლამენტში შესვლის მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განმარტებით, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს არ აწერენ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება