Skip to content
26/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი ვერ გაიცნეს – მამუკა მდინარაძე

მარშალ პრესი 28/09/2023
მამუკა მდინარაძე

მოგებული პროცესების მიუხედავად, დე ფაქტო სანქცია დაუწესეს ბიძინა ივანიშვილს და სანქციები ემუქრებაო, გვაშინებენ ყოველდღე. ეს კაცი ვერ გაიცნეს, რომ ფულით კი არა, საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის 2011 -12 წლებში და ახლა, ასეთ კაცს რომ აშინებ 2 მილიარდი გაგიჩერეო და ვერ ხვდები, ეს ერთი მხარეა, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „რუსთავი 2“-ის გადაცემაში “ღამის კურიერი” განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს ეხება საქმე, საქართველოს ხელისუფლება მეგობრულთან ერთად, მომთხოვნიც არის, ოპონენტები კი ცდილობენ, რომ ეს რუსულ ნარატივად წარმოაჩინონ.

“დე ფაქტო სანქციები დაადეს [ბიძინა ივანიშვილს] და ახლა ვინღა უნდა დაასანქცირონ ან რით უნდა დაასანქცირონ ისეთით, რომ გული გაუხეთქონ ვინმეს. მაგრამ, როცა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს ეხება, ჩვენ მომთხოვნებიც ვართ მათ მიმართ, მეგობრულებიც და ამას მერე ვიღაც დაიჩემებს და რუსულად გასაღებას შეეცდება. წეღანაც ვთქვით, ამერიკული კანონი გაუსაღეს საზოგადოების ნაწილს რუსულად და შეიძლება ესეც კი შეძლონ. მაგრამ ჩვენ, ყველა შემთხვევაში, საკუთარი სიტყვა უნდა ვთქვათ და მართლები უნდა ვიყოთ საკუთარი ქვეყნის, საკუთარი საზოგადოების წინაშე და ხვალ რომ სხვა მოქალაქე დაასანქცირონ, ქართული სახელმწიფო ამ ყველაფერს უნდა შეხვდეს მზად.” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: მოდით ვიყოთ რეალისტები – გადაწყვეტილება სტატუსთან დაკავშირებით არ იქნება დამყარებული მმართველი გუნდის მიერ გაწეულ სამუშაოზე. რასაც ჩვენ 31ოქტომბერს მოვისმენთ, იქნება წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება
Next: ოპოზიციას მოლოდინი აქვს, რომ არ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს – არჩილ თალაკვაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.