დღეს, ახალშენის საფეხბურთო მოედანზე აფხაზეთის ომში დაღუპული ზებურ ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ღია პირველობის ფინალი მინი ფეხბურთში დასრულდა, მასში 6 გუნდი მონაწილეობდა.
შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
I ადგილი – თხილნარის გუნდი
II ადგილი – ზედა წინსვლის გუნდი
III ადგილი – მაჭახელას გუნდი
გამარჯვებულები თასებით,სიგელებით,მედლებით დაიჯლდოვდნენ, შემდეგ კატეგორიებში: ტურნირის საუკეთესო მეკარე, პერსპექტიული მოთამაშე, საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი, მათ ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
მონაწილეები ხელვაჩაურის მერის მოადგილეებმა მირიან კვირიტიძემ და გიორგი ქარცივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, საკრებულოს წევრებმა და ზებურ ბოლქვაძის ოჯახის წევრებმა დააჯილდოვეს.
