Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

საქართველოს მთავრობა ასაჯაროებს ევროკომისიის კითხვარის მეორე სექტორულ/საკანონმდებლო ნაწილს

მარშალ პრესი 29/04/2022
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა ასაჯაროებს ევროკომისიის კითხვარის მეორე სექტორულ/საკანონმდებლო ნაწილს, რომელიც ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, ევროკომისიის მოსაზრების მოსამზადებლად გადმოეცა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

კითხვარის მეორე ნაწილი, რომელიც საკმაოდ მოცულობითია და 33 თავს და 2300-მდე კითხვას მოიცავს, დარგობრივ თემებს და სექტორების მიხედვით ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას ეხება.

კითხვარის პირველ ნაწილზე, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნაწილებს მოიცავს, საქართველომ მუშაობა უკვე დაასრულა და ის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს, ორშაბათს, 2 მაისს გადაეცემა.

კითხვარის მეორე ნაწილის მიწოდების თარიღად ევროკავშირმა 13 მაისი განსაზღვრა, თუმცა საქართველოს მთავრობის სურვილია, ევროკავშირს კითხვარი მაქსიმალურად მოკლე ვადაში, დათქმულ ვადამდე მიაწოდოს.

მეორე ნაწილი იხილეთ აქ:

Post navigation

Previous: ზემო ალვანში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება
Next: 10 კითხვა მიშმადიდებლებს – ნანა კაკაბაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.