Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრეზიდენტი ამბობს, რომ არღვევს კონსტიტუციას, მაგრამ ამას აკეთებს სტატუსის მისაღებად – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 26/09/2023
ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხდება კანდიდატის სტატუსის თემის ინსტრუმენტალიზაცია, რათა ე.წ. პოლარიზაცია გაღვივდეს საქართველოში.

მისივე თქმით, კონსტიტუციის დარღვევისთვის მთავარ საბაბად სალომე ზურაბიშვილიც კანდიდატის სტატუსის თემას იყენებს.

„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს და მის მიერ კონსტიტუციის უხეშად დარღვევას, ესეც არის ამ სცენარის ნაწილი და აქაც ვხედავთ, რომ კონსტიტუციის დარღვევისთვის მთავარ საბაბად სალომე ზურაბიშვილიც იყენებს კანდიდატის სტატუსის თემას. სადაც არ უნდა წახვიდე, როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან რადიკალური ოპოზიცია უკვე თავისი სალომე ზურაბიშვილით, ისინი ყოველ ჯერზე საბაბად იყენებენ სწორედ კანდიდატის თემას. ამ შემთხვევაშიც რა ხდება – ამბობს, რომ კი, არღვევას კონსტიტუციას, ფაქტობრივად, აღიარება გამოდის, მაგრამ ამას აკეთებს, რათა კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ეს არის მორიგი საბაბი, რათა ქვეყანა რაღაცნაირად გაიყვანონ კონსტიტუციური ჩარჩოდან და იმისთვის, რომ მოხდეს პროცესების რადიკალიზაცია ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“.

კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი შეგნებულად გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ეს არის განგრძობითი პროცესი.

„რაც შეეხება მიმდინარე ვიზიტებს, ესეც ამის მორიგი გამოხატულებაა, გამომდინარე იქიდან, რომ კონსტიტუციური ჩარჩოდან არის გასული სალომე ზურაბიშვილი. ამას შეიძლება ვუწოდოთ კერძო ვიზიტი, მაგერამ სინამდვილეში, ის კვლავაც უხეშად არღვევს კონსტიტუციას და ე.წ. ოფიციალურ, სამუშაო ვიზიტებს ახორციელებს იქ. ყველა პროტოკოლის, ყველა წესის დაცვით ხორციელდება ეს ვიზიტები. აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაშიც სალომე ზურაბიშვილი შეგნებულად გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ეს არის განგრძობითი პროცესი, რაც მან დაანონსა, თქვა, რომ განაგრძობს უხეშად კონსტიტუციის დარღვევას, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა. რაც შეეხება თავად იმპიჩმენტის პროცესის განვითარებას, ჩვენ ველოდებით, პირველ რგიში, საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას ამ თემასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: საქართველოს საფინანსო სისტემა და ეროვნული ბანკი საერთაშორისო სანქციების შესრულების ერთგული რჩება – ნათია თურნავა ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შესახებ
Next: სალომე ზურაბიშვილი რჩება პრეზიდენტად, რომელმაც უხეშად დაარღვია კონსტიტუცია და არ არის ამ თანამდებობის ღირსი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.