Skip to content
22/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ინფრასტრუქტურა

დიდუბის რაიონის გამგეობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტთან ერთად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასაც აქტიურად განაგრძობს

მარშალ პრესი 25/09/2023
382990646_706991641470298_2202551216585030633_n

დიდუბის რაიონის გამგეობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტთან ერთად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასაც აქტიურად განაგრძობს. ასფალტის საფარი 2634 კვ.მ ფართობზე დიღმის მასივის მეხუთე კვარტლის პირველ და 23-ე კორპუსების მიმდებარედ დაიგო. ასფალტის მოწყობამდე, გამგეობამ პირველ კვარტალში დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციები შეცვალა, ხოლო 23-ე კორპუსის მიმდებარედ მოსახლეობის მოთხოვნით, 49 ავტიფარეხის დემონტაჟი განხორციელდა.

დიღმის მასივის მეხუთე კვარტალში ჩატარებული სამუშაოებისთვის ადგილობივი ბიუჯეტიდან 218 721 ლარი გამოიყო. დასრულებულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე, გამგებლის მოადგილე ზურაბ უგულავასთან ერთად გაეცნო.

Post navigation

Previous: ლაზარე გრიგორიადისს მამის დაჭრის საქმეზე 1 წელი და 6 თვე მიესაჯა
Next: ხელვაჩაურის მერმა, ზაზა დიასამიძემ, მერის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.