Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უცხოეთი

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის აქტივებს ყადაღა მოუხსნა

მარშალ პრესი 25/09/2023
კოლომოისკი

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის აქტივებს ყადაღა მოუხსნა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

„კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის“ ინფორმაციით, სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა კოლომოისკის აქტივების დაყადაღებას ითხოვდა, თუმცა უკრაინის უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს მოსამართლემ ოლეგ ტკაჩენკომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

„კოლომოისკის შეუძლია, დღესვე გაყიდოს ან სხვას გადაუფორმოს აქტივები, რომლებსაც დროებით აყადაღებდნენ ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა. დროებითი ყადაღა მხოლოდ 48 საათის განმავლობაში მოქმედებდა, მოსამართლე ტკაჩენკომ კი მასთან 10 დღის წინ შესული შუამდგომლობის განხილვაზე უარი თქვა“, – აცხადებს „კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის“ ხელმძღვანელი ვიტალი შაბუნინი.

2 სექტემბერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ბიზნესმენ იგორ კოლომოისკის თაღლითობისა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზების მუხლებით ბრალი წარუდგინა. 3 სექტემბერს კიევის სასამართლომ კოლომოისკის ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

Post navigation

Previous: ვიღაც ჩინოვნიკმა ჩათვალა, რომ გახარიას გადადგომით ხელისუფლებას ჩამოშლიდა და ერთი ხელის მოსმით გადააყენა
Next: ლაზარე გრიგორიადისს მამის დაჭრის საქმეზე 1 წელი და 6 თვე მიესაჯა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.