გიორგი ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: გადაწყვეტილება სრულფასოვნად უნდა მიიღონ – საბავშვო ბაღში ხომ არ ვართ?

324
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, სწორი იქნება, თუ პარტია პარლამენტშიც შევა და ევროპელი მედიატორის, შარლ მიშელის შუამავლობით შემუშავებულ შეთანხმებასაც მოაწერს ხელს.

„იმედი მაქვს, რომ, საბოლოო ჯამში, ამ დოკუმენტს ხელს მოაწერენ და პარლამენტში შევლენ. ეს ერთთვიანი თუ ორთვიანი ეპოპეა – შევლენ თუ არა, წავლენ თუ არა, მგონი, უნდა დასრულდეს. თუ შედიხარ და შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერ, რა გამოდის? იმ რეფორმების რეალიზებაში არ მონაწილეობ? საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმას არ მისცემ? საბავშვო ბაღში ხომ არ ვართ? სახელმწიფოა, ზრდასრული ადამიანები, პოლიტიკური ძალები ვართ და თუ გადაწყვეტილებას იღებ, ის სრულფასოვნად უნდა მიიღო და არა – სანახევროდ“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომაზე გადაწყდება, შევა თუ არა პარტია პარლამენტში.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება