Skip to content
20/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის გუშინდელი გამოსვლა იყო ისეთი ლიდერის მიმართვა მსოფლიოსადმი, რომელმაც საკუთარ ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნა. ამიტომ, არ დადის კაბინეტ-კაბინეტ გაშლილი ხელით და არაფერს ითხოვს

მარშალ პრესი 23/09/2023
ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში, პრემიერ-მინისტრის გაეროს ასამბლეაზე გამოსვლას გამოეხმაურა. როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, პრემიერ-მინისტრის გაეროს ასამბლეაზე გამოსვლა იყო ერთ-ერთი საუკეთესო.

„ვაცადე გასულიყო 24 საათი და ჩემი მოკლე კომენტარი გამეკეთებინა პრემიერ-მინისტრის გუშინდელ გამოსვლაზე გაეროს ასამბლეის წინაშე. ვაცადე, რათა ამერიდებინა დაბრალება, თითქოს ამ გამოსვლაზე რეაგირებით ვცდილობ გადამეფარა ქვეყანაში ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენები, როგორიც იყო: 157-კაციანი პარლამენტის პიკეტირება, ქალბატონ ყეინიშვილის ბიოგრაფიის განხილვა, ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხი და ექსპერტ ხუხაშვილის ოფიციალური ვიზიტი პრეზიდენტ ზურაბიშვილთან. დღეს ვეღარავინ ვერ დამაბრალებს ესოდენ მნიშვნელოვანი თემების გადაფარვას.

პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის გუშინდელი გამოსვლა იყო ისეთი ლიდერის მიმართვა მსოფლიოსადმი, რომელმაც საკუთარ ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნა. ამიტომ, არ დადის კაბინეტ-კაბინეტ გაშლილი ხელით: არც იარაღს სთხოვს ვინმეს და არც ანგარიშის წარდგენას სთხოვს მას ვინმე აქამდე მიღებულ და დახარჯულ თანხებზე. პრემიერმა შეახსენა მსოფლიოს, რომ თავის დროზე მოწინააღმდეგის ყოველგვარი სანქცირების და ასობით მილიარდობით დახმარების გარეშე მიტოვებული და ოკუპირებული საქართველო დღეს კი არ სთხოვს რამეს მსოფლიოს, პირიქით, სთავაზობს მას სათავისოდ გამოიყენოს ქვეყნის სატრანსპორტო, ინფრასტრუქტურული, სატრანზიტო, ენერგეტიკული და საფინანსო “ჰაბების” შესაძლებლობები. ეს შემოთავაზება გამომდინარეობდა ამაყი ქვეყნის ღირსებით აღსავსე ლიდერის მხრიდან, რომელმაც იცის საკუთარი სამშობლოს შესაძლებლობებიც და თავმოყვარეობის ცენზიც. წუწუნი, მათხოვრობა, საკუთარი დანაშაულის გადაფარვის მცდელობა გაეროს ასამბლეას ქართველი პრემიერის გუშინდელ 15-წუთიან გამოსვლაში არ მოუსმენია და ამ კუთხით ეს ალბათ იყო ერთ-ერთი გამორჩეული გამოსვლა გაეროს ფორუმზე“, – წერს ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: ირაკლი ეძგვერაძე ნასამართლევია, მათ შორის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის. ამისთვის სასჯელსაც იხდიდა, თუმცა რამდენიმწლიანი პატიმრობის შემდეგ ის მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა,მიზეზად კი ჯანმრთელობის მძიმე, უკურნებელი დაავადება დაასახელა
Next: ნაცი „ჭყიპინა“ ადრე ქუჩის ბიჭი იყო, კაცს ესროლა და დაიჭირეს, სამედიცინო ცნობაში ჩააწერინა, თითქოს კიბო ჰქონდა და ციხიდან გამოუშვეს, სამაგიეროდ ძმაკაცების ჩაშვება დაიწყო – აი, ამ საქციელის გამო მოსდეს ყბაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.