საქართველოს კიდევ ერთი მყარი წარმატება ობიექტურ ფაქტებში და არა სუბიექტურ აღქმებში. ფრეიზერის ინსტიტუტის მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ორი საფეხურით დაწინაურდა და ევროპაში მე-15, ხოლო მსოფლიოში 25-ე ადგილზეა.”- წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში:
“ამრიგად, ჩვენ ვუსწრებთ ნატოს 19 წევრს, ევროკავშირის 16 სახელმწიფოს და ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას.
მნიშვნელოვანია, რომ კატეგორიაში „მიუკერძოებელი სასამართლო“ ვუსწრებთ ევროკავშირის 4 წევრს და ყველა კანდიდატ ქვეყანას. ეს იმ პირობებში, როცა კანდიდატის სტატუსიც კი არ გვაქვს.”– წერს პაპუაშვილი.

