Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მისთვის მთავარია პატრონების დავალება შეასრულოს – ზურაბ ქადაგიძე პრეზიდენტზე

მარშალ პრესი 21/09/2023
ზურაბ ქადაგიძე

“ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმად, პრეზიდენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია თეიმურაზ ხომერიკისა და ნანა ყეინიშვილის კანდიდატურების პარლამენტში წარმოდგენა, სანამ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება არ გაუქმდება.

ქადაგიძის თქმით, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება, კანონით დაუშვებელია, თუმცა ზურაბიშვილისთვის მთავარია, ბოლომდე შეასრულოს “პატრონების” დავალება.

“ჯერ ხომ კონსტიტუცია ჩამოიმხო თავზე ამ ავაზაკმა ქალმა, ახლა მორიგ უკანონობაზე მიდის. კანდიდატების გაწვევა ან მათ წარდგინებაზე უარის, თქმა კანონით დაუშვებელია. განა არ იცის?! კარგად იცის, მაგრამ კანონიც ფეხზე ჰკიდია და კონსტიტუციაც. მისთვის მთავარია პატრონების დავალება შეასრულოს და ბოლომდე ჩადგეს საქართველოს წინააღმდეგ აგენტურის სამსახურში!” – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: აღმაშფოთებელია, რომ ორბელიანების სასახლიდან კვლავ გრძელდება კონსტიტუციის დამრღვევი სალომე ზურაბიშვილის საბოტაჟი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ
Next: სააკაშვილმა ზუსტად ის გააჟღერა, რაც სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვიხილეთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.