Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზუსტად ეს არის ზეწოლა – ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ ზურაბიშვილზე

მარშალ პრესი 20/09/2023
ირაკლი კობახიძე2

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასება ყოფილა ზეწოლა – ეს ხომ აბსურდია, რანაირად არის ზეწოლა? მთავრობის ნებისმიერი აქტი შეგიძლია შეაფასო სამართლებრივად, პარლამენტის აქტი, ეროვნული ბანკის, აუდიტორის და ყველასი, ეს რანაირად არის ზეწოლა? ორ წუთში გამოდის და თვითონ ეუბნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, გადადექიო და ეს არ არის ზეწოლა. აქ ამოყირავებულია აბსოლუტურად ყველაფერი და სასაცილოა, – ასე გამოეხმაურა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ეროვნული ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში.

როგორც კობახიძემ განმარტა, როდესაც კონკრეტული მოვლენის სამართლებრივად გადააზრება ხდება, ეს არ შეიძლება შეფასდეს ზეწოლად. მისი თქმით, სწორედ ზურაბიშვილის განცხადებაა ზეწოლა, რომელმაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას გადადგომისკენ მოუწოდა.

“მე რომ ვამბობ, სამართლებრივად ეს ასეა და ვიღაცამ გადაიაზრა, რატომ არის აპრიორი ზეწოლა? დავუშვათ, ვიღაცას შესაძლოა ეჭვი ჰქონდეს, მაგრამ როგორ შეიძლება ეს აპრიორი ზეწოლად ჩათვალო? – რაღაც სიტყვები გამოიყენა, უღირსი ქმედება თუ რაღაც ასეთი თქვა. თავისკენ მოიკითხოს [ზურაბიშვილმა] ღირსების პრობლემები, ამას ვიტყვი ძალიან მკაფიოდ. რომ არ ეთქვა ეს, არ შევიდოდი ამ პოლემიკაში, მაგრამ ღირსების პრობლემა სადაც არის, ძალიან კარგად ვიცით და ეს არის ზუსტად იქ, სადაც ეს სიტყვები ითქვა.

როდესაც გამოდის საქართველოს პრეზიდენტი და პირდაპირ ითხოვს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისგან გადადგომას და ეროვნული ბანკის საბჭოდან გასვლას, რაც მისი კომპეტენცია არ არის, ზუსტად ესაა ზეწოლა, საზოგადოება ხომ ხედავს ყველაფერს.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ნაკისრი გვაქვს საერთაშორისო ვალდებულება, რომ დავიცვათ სანქციები, ჩვენ ამას გავაკეთებთ – ნათია თურნავა
Next: ნინო ლომჯარიამ ეროვნული ბანკის წევრების ფოტოები გამოფინა და მათ გადადგომას ელის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.