Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საზოგადოების რეაქციას აკვირდებიან და ტესტავენ იარაღთან დაკავშირებულ მესიჯებს – ეს იკადრა პირველმა გიორგი ვაშაძემ

მარშალ პრესი 20/09/2023
მამუკა მდინარაძე

საზოგადოების რეაქციას და საზოგადოებას აკვირდებიან, ტესტავენ იარაღთან დაკავშირებულ მესიჯებს. ეს იკადრა პირველმა, როგორც ყინულმჭრელმა მავნებლობაში და აგენტობაში, გიორგი ვაშაძემ და ალბათ, სხვებიც იკადრებენ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ რადიკალური ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე იცინოდნენ, დღეს თავად ალაპარაკდნენ იარაღზე. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, რადიკალებს აქვთ დავალება, ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას.

“გუშინ და გუშინწინ სუს-ის ინფორმაციაზე ღლიცინებდნენ და დღეს იარაღზე ალაპარაკდნენ – რაღაზე ვლაპარაკობთ? ეს არის მათი ბოლო გეგმა, რომლის განხორციელებაზე სერიოზულად ფიქრობენ. ვინმეს სჯერა, რომ ან ფარცხალაძის თემა აინტერესებთ, ან იჯერებენ ან არ იჯერებენ, ან კანდიდატის სტატუსის მიღება უნდათ? – არაფერი გარდა იმისა არ უნდათ, რომ ეს ქვეყანა ააყირაონ, დავალება შეასრულონ, რომ პირდაპირ მეორე ფრონტად “თავით დავერჭოთ” ომში. ეს დავალება აქვთ შესასრულებელი, ამ დავალებისთვის ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი, ამ დავალებისთვის იყო არაერთი ადამიანი ამ ქვეყანაში დაკავებული.” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: საფრთხე რეალურია, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მსურველები ამისთვის ყველაფერს აკეთებენ – დიმიტრი ხუნდაძე
Next: ვაი იმ მშობელს, ვის შვილებთანაც ამათ აქვთ ურთიერთობა – თამარ ჩიბურდანიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.