Skip to content
16/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ადამიანი, რომლის თვალწინ მისი ქვეყნის მოქალაქეები იღუპებიან ვერ აღიქვამს როგორ მტერთან აქვს საქმე, მაგრამ საქართველოსთვის „სცალია“

მარშალ პრესი 29/04/2022
ლევან ნიკოლეიშვილი

„არესტოვიჩი და მისნაირი „პოლიტიკოსები“ მაქსიმალურად ცდილობენ ურთიერთობა გააფუჭონ (კი არ გაიფუჭონ) საქართველოსთან და ქართველებთან. მიზანი მარტივია მას ეზიზღება ქართველებიც და უკრაინელებიც, არ ფიქრობს მომავალზე“- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

„ასეთ ხალხზე ამბობენ შარზეაო, მე კი უკვე დარწმუნებული ვარ ეს ამხ. არესტოვიჩი შარზე კი არა გონზე არაა საერთოდ რას ბჟუტურებს. უკრაინას ომი აქვს რუსეთთან, რომელიც როდის დამთავრდება და რა შედეგით მგონი არავინ იცის. ერთი კი ფაქტია, რომ არესტოვიჩი და მისნაირი „პოლიტიკოსები“ მაქსიმალურად ცდილობენ ურთიერთობა გააფუჭონ (კი არ გაიფუჭონ) საქართველოსთან და ქართველებთან. მიზანი მარტივია მას ეზიზღება ქართველებიც და უკრაინელებიც, არ ფიქრობს მომავალზე, მისთვის უფრო მნიშვნელოვანია ის ფული, რომელსაც ის იღებს ამ საქმეში ან აბსოლუტურად უვიცია, რომელიც ვერ ხვდება რას აკეთებს. ასე თუ ისე, ადამიანი, რომლის თვალწინ მისი ქვეყნის მოქალაქეები იღუპება, მისი ქალაქები ინგრევა და მიწასთან სწორდება, ვერ აღიქვამს როგორ მტერთან აქვს საქმე, მაგრამ საქართველოსთვის „სცალია“, დეგრადირებულია. თან რატომღაც ჰგონია მაგარი კაცია, არა და ფაქტია, ის კაბა რომელიც ვითომ ხუმრობით ეცვა, აშკარად უფრო უხდებოდა ვიდრე პოლიტიკოსის მანტია. ქართველმა ხალხმა უკვე შეაფასა, არესტოვიჩის ცეცხლოვანი კეკლუცობა ქალის კაბაში, ეს კი ჩვენი მოკითხვაა“- წერს ნიკოლეიშვილი.

Continue Reading

Previous: დავით ქართველიშვილი პოდოლიაკს: სანამ დე-ოლიგარქიზაციის საკითხს შეუდგებოდე, რუსეთში დარეგისტრირებულ და უკრაინაში მოქმედ იმ კომპანიებისა და ბიზნესმენების სიას მოგაწვდი, რომელთა დე-ოლიგარქიზაციითა და სანქცინირებით ხვალ დილიდანვე შეგიძლია დაკავდე
Next: დიახ, ზუსტად არჩევნებზე შეაფასებს და გასცემს ისეთივე პასუხს ქართველი ხალხი ომის პარტიას, როგორსაც ბოლო 9 წლის განმავლობაში – ნინო ფოჩხუა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025