Skip to content
22/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მათი იდეაფიქსი ისაა, რომ ისეთი ხელისუფლება მოიყვანონ და ამ შემთხვევაში, „ნაცები“ და მათი „ნაც-კლასტერის“ წარმომადგენლები მოიაზრებიან სწორედ ისეთ ხელისუფლებად, რომელიც ქვეყანას უყოყმანოდ და უპირობოდ ჩართავს ომში

მარშალ პრესი 20/09/2023
ეკა სეფაშვილი

„ჩვენი მოძრაობა „ხალხის ძალა შეიქმნა სწორედ იმ მიზნით, რომ ხალხისთვის მიგვეწოდებინა ის კულუარული ინფორმაცია, რომელიც ზედაპირზე ან ერთი შეხედვით არ ჩანს და არ დევს, ან ფაქტების დამატებით გაანალიზებას საჭიროებს, ან უბრალოდ კულუარული ინფორმაციაა და ხალხს ხელი არ მიუწვდება“, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა გადაცემა „პოსტ ანალიტიკაში“ განაცხადა.

როგორც სეფაშვილი აღნიშნავს, გლობალური ომის პარტიის და რადიკალური ოპოზიციის მიზანია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და ომში ჩართვა, მათი ნაბიჯები სწორედ აქეთკენ არის მიმართული და გადადგმული.

„ჩვენი წერილი ძირითადად ეხმაურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გუშინდელ განცხადებას, თუმცა ინფორმაციები, რაც ჩვენ მოვისმინეთ გუშინ სუს-ის მხრიდან, მაინცდამაინც უცხო და მოულოდნელი ჩვენთვის არ ყოფილა. ჩვენ ამის შესახებ ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ. თავდაპირველად, ჩვენი მოძრაობა „ხალხის ძალა შეიქმნა სწორედ იმ მიზნით, რომ ხალხისთვის მიგვეწოდებინა ის კულუარული ინფორმაცია, რომელიც ზედაპირზე ან ერთი შეხედვით არ ჩანს და არ დევს, ან ფაქტების დამატებით გაანალიზებას საჭიროებს, ან უბრალოდ კულუარული ინფორმაციაა და ხალხს ხელი არ მიუწვდება. გასული წლიდან დაწყებული საზოგადოებას ვამცნობთ „გლობალური ომის პარტიის“ იმ ზრახვების შესახებ, რომელიც მათ ჩაფიქრებული აქვთ საქართველოს მიმართ და პირველ რიგში, გულისხმობს საქართველოს ომში ჩართვას.

ის სხვა მოვლენები და გაკეთებული სხვადასხვა განცხადებები რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებაში დათესონ აგრესია, უკმაყოფილება მთავრობის მიმართ და უბიძგონ საზოგადოებას, მოახდინოს გადატრიალება.

ჩვენ შარშან ამის პირდაპირი მცდელობა ვიხილეთ, როდესაც ვითომდა არასამთავრობო სექტორი (ვითომდა, იმიტომ ვამბობ, რომ აბსოლუტურად პოლიტიკური დღის წესრიგით იყვნენ შთაგონებულები) მოითხოვდნენ მთავრობის გადადგომას და თავიანთი სახელმწიფო თანამდებობის პირების დანიშვნას.

დიდი ხანია ეს მცდელობები არის სხვადასხვა მიზეზებით, გამოგონილი და ხელოვნურად შექმნილი უკმაყოფილების ინსპირირებით და საზოგადოების წაქეზებით.

ჩვენს განცხადებებში ამის შესახებ არაერთხელ გვაქვს მითითებული. მათი ყველა რადიკალური განცხადების, თუ ნებისმიერი მათ მიერ გამოხატული უკმაყოფილების უკან არაა რეალური მიზეზი ის, რომ რაღაც არ მოსწონთ და რაღაც უკეთესი უნდათ.

არა, მათ უნდათ შექმნან საზოგადოებაში აგრესია, რათა გამოიწვიონ სახელმწიფო გადატრიალება ძალისმიერი მეთოდებით. ჩვენ ფარული ჩანაწერი ვიხილეთ, როგორ ამზადებენ ახალგაზრდობას „გირჩი“ და მათი დამქაშები. ამ ფარულ ჩანაწერებში გაჟღერდა სისხლიანი გადატრიალება. ისინი სისხლის დაღვრის წინაშეც არ დაიხევენ უკან და ეს მათი ძირითადი ამოცანაა. როდესაც უნდათ საქართველოს მეორე ფრონტის გახსნა და ომში ჩართვა, ეს ნაბიჯები სწორედ აქეთკენ არის მიმართული და გადადგმული. რატომ უნდათ ხელისუფლების შეცვლა? იდეაფიქსი ის კი არაა, რომ მაინცდამაინც ხელისუფლება შეიცვალოს. იდეაფიქსი ისაა, რომ ისეთი ხელისუფლება მოიყვანონ და ამ შემთხვევაში, „ნაცები“ და მათი „ნაც-კლასტერის“ წარმომადგენლები მოიაზრებიან სწორედ ისეთ ხელისუფლებად, რომლებიც ქვეყანას უყოყმანოდ და უპირობოდ ჩართავენ ომში. აი ეს არის მათი ძირითადი ნარატივი“, – განაცხადა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: რა არის აქ გაუგებარი? როდესაც გაირკვა, რომ ფარცხალაძე არა მხოლოდ რუსეთის, არამედ საქართველოს მოქალაქეც არის და მას საქართველოს კონსტიტუცია იცავს, ეროვნულმა ბანკმა შეზღუდვა მოუხსნა
Next: მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, “გლობალური ომის პარტიამ” საქართველო ერთდროულად “ლიბიის, სირიის, ერაყის და ავღანეთის” მსგავს პოლიგონად გადააქციეს, სადაც მმართველ იდეოლოგიად ლიბერალური ფაშიზმი დაინერგა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.