Skip to content
22/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნინო ჯანგირაშვილი და ნინო ლომჯარია  იმუქრებიან

მარშალ პრესი 20/09/2023
ნინო ლომჯარია და ნინო ჯანგირაშვილი

ნინო ჯანგირაშვილი და ნინო ლომჯარია  იმუქრებიან. ისინი ეხმიანებიან ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, ოთარ ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით.

ლომჯარიაც და ჯანგირაშვილიც უკიდურესად აღშფოთებულები არიან, თუ როგორ გაბედა ეროვნულმა ბანკმა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების წინააღმდეგ წავიდა.

“მოკლედ, რა იქნება ამის შემდეგ: ამერიკული სანქციების გვერდის ავლა ქვეყნის საბანკო სისტემის მიერ იწვევს გარდაუვალ და უფრო მძიმე სანქციებს. ეს სანქციები უკვე შეეხებათ არა მხოლოდ ფარცხალაძისნაირ რუსეთის აგენტებს, არამედ, მთლიანად საბანკო სისტემას, ბიზნესს, რიგით მოქალაქეებს.

ის რომ ევროკავშრის სტატუსი ცხვირწინ გამოგვაცალეს არ ეყოთ და ახლა იზოლირებულ და დასანქცირებულ ქვეყნად უნდათ რომ გვაქციონ!
ნათია თურნავა ხარ თუ ვინც ხართ მანდ, დროზე გააუქმეთ ეგ სამარცხვინო ბრძანება სანამ მოთმინება გვყოფნის, რუსეთის აგენტებს გადაგაყოლებინებთ ახლა ზუსტად ამ ქვეყანას და ჩვენი შვილების მომავალს! სამარცხვინოებო თქვენ!”– წერს ლომჯარია ფეისბუქზე.

ნინო ჯანგირაშვილი კი წერს:

ფინანსური სისტემის დანგრევაზეც თანახმაა ტიპი. დაუჯერებელია, სიგიჟის ისეთი ხარისხია. რაღაც ცხოველური შიშია ძალაუფლების დაკარგვის, ისეთი, რომ გონებას სრულად აბნელებს, თორემ როგორ შეიძლება არ იცოდეს ადამიანმა, რომ ამ ნანგრევებიდან ვერავინ გამოვა ცოცხალი, ყველას და ყველაფერს ჩაიყოლებს. მგონი დროა სუსის ბოდვები რეალობად ვაქციოთ.”-  წერს ჯანგირაშვილი.

ამ თემაზე:

ეროვნული ბანკი ოთარ ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

Post navigation

Previous: ეროვნული ბანკი ოთარ ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
Next: ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველომ ეს ისტორიული შესაძლებლობა [კანდიდატის სტატუსი] “ოცნების ძალისხმევის მიუხედავად, არ მიიღოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.