Skip to content
22/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპტიმიზმით ველოდები ახალ ელჩს – ირაკლი კობახიძე ამერიკის ახალ ელჩზე

მარშალ პრესი 19/09/2023
ირაკლი კობახიძე

ოპტიმიზმით ველოდები ახალ ელჩს ქალბატონ რობინ დანიგანს. იმედი მაქვს, რომ ის რადიკალურად შეცვლის იმ პოლიტიკას, რომელსაც მისი წინამორბედი, კელი დეგნანი აწარმოებდა – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ყოფილმა ელჩმა სერიოზული პრობლემები შექმნა, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში.

„ოპტიმიზმით ველოდები ახალ ელჩს ქალბატონ რობინ დანიგანს.

იმედი მაქვს, რომ ის რადიკალურად შეცვლის იმ პოლიტიკას, რომელსაც მისი წინამორბედი, კელი დეგნანი აწარმოებდა. თქვენ იცით, რომ ძალიან უარყოფითი როლი შეასრულა ყოფილმა ელჩმა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით, სამწუხაროდ, კონტრპროდუქტიული იყო მისი საქმიანობა. მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ახალი ელჩი რადიკალურად შეცვლის ამ დამოკიდებულებას და მისი ელჩობის პირობებში ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. ეს არის ჩემი ძალიან დიდი სურვილი და დიდი ინტერესით ველოდები თანამშრომლობას ახალ ელჩთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაიწყო გარკვეული საომარი მოქმედებები მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე. ესეც კარგად მეტყველებს იმაზე, თუ რა რთულ პერიოდში ვცხოვრობთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს არეულობა ავიცილოთ თავიდან
Next: ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.