Skip to content
22/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს

მარშალ პრესი 19/09/2023
აააა

გვსურს გამოვეხმაუროთ მედიასაშუალება “გურიის მოამბის” მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას, თითქოს ექადიის ტყე პარკისა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების “ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები გაიქცნენ” – ეს არის სრული სიცრუე და ოზურგეთის წინააღმდეგ ჩასაფრებული ადამიანების მიერ შეთითხნილი მორიგი ტყუილი.
სინამდვილეში, ექადიის ტყე-პარკის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს და მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში დასრულდება; აქტიურად მიმდინარეობს ასევე, საჩოგბურთო ცენტრის მშენებლობა და დასრულების ეტაპზეა ქალაქის ცენტრალური მოედნის სამუშაოები. ასევე, წარმატებით განახლდა და მოწესრიგდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ოზურგეთში ახალი პროექტების განხორციელების პარალელურად, რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებული მედია და მისი ჟურნალისტი ვლადიმერ მენაბდე, მუდმივად ცდილობს ოზურგეთის იმიჯის შელახვას, დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას!

Post navigation

Previous: მთელ მსოფლიოში გაიზარდა მობილური მავნე პროგრამების შეტევების რაოდენობა
Next: ვამაყობ, რომ საქართველოს მიერ შეტანილმა წვლილმა მდგრადი განვითარების მიზნების კონტექსტშიც გაგვხადა ლიდერი 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელების ასპექტში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.