Skip to content
21/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად მდგრადი განვითარების მიზნების სამიტის გახსნას დაესწრო

მარშალ პრესი 18/09/2023
55

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად მდგრადი განვითარების მიზნების სამიტის გახსნას დაესწრო, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის ეგიდით, სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების დონეზე 4 წელიწადში ერთხელ იმართება.

მდგრადი განვითარების მიზნების სამიტი 2030 წლის დღის წესრიგის მიღების შემდეგ მეორედ იმართება. პირველი სამიტი 2019 წელს გაიმართა.

სამიტი გახსნეს გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა დენის ფრანცისმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა.

წლევანდელ სამიტს აქვს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შუალედური შეფასების დატვირთვა. სამიტის მიზანია, მრავალმხრივი და ურთიერთდაკავშირებული კრიზისის გამო მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევების ჭრილში, მდგრადი განვითარების მიზნების პროგრესის შუალედური შეფასება და 2030 წლის დღის წესრიგის დაჩქარებულად შესრულების ხელშეწყობა. სამიტის ბოლოს მონაწილეები პოლიტიკურ დეკლარაციას მიიღებენ.

სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სხვა ლიდერებთან ერთად სიტყვით გამოვა. დიალოგის თემაა „ინტეგრირებული პოლიტიკისა და საჯარო ინსტიტუტების გაძლიერება მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად“.

გაეროს გენერალურ დებატებზე პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ლიდერებს 22 სექტემბერს მიმართავს.

Post navigation

Previous: ქვეყანაა ცოდვა, თორემ, თქვენ კი ხართ ღირსი, ჩაგტოვოთ მაგ ჭაობში – ელისო კილაძე ვანო მერაბიშვილის ფლანგს მიმართავს
Next: სასაცილოა, სატირალი არ იყოს, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ დემოკრატიულ პროცესებში მითითებებს გვაძლევს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.