ქართული საზოგადოება იმსახურებს პასუხს, რა მტკიცებულებებზეა საუბარი – ანრი ოხანაშვილი ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესებაზე

IMG.GE

ადამიანს ერთგვარი ბრალი წაუყენო ისე, რომ არავითარი მტკიცებულება საზოგადოებისთვის არ იყოს ცნობილი, უცნაურია ერთი მხრივ და მეორე მხრივ სამწუხაროც. საუბარია კონკრეტულ პირზე, რომ შესაძლოა ის გავლენას ახდენდეს ქართულ საზოგადოებაზე და პოლიტიკაზე, თუმცა არ არის საუბარი არავითარ მტკიცებულებაზე. ჩვენი ლეგიტიმური ინტერესია, საზოგადოება რომ შეცდომაში არ იყოს შეყვანილი და ჰქონდეს სრული ინფორმაცია, თუ მტკიცებულებები არსებობს, რა მტკიცებულებებზეა საუბარი – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა, აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესების შესახებ საუბრისას.

მისი თქმით, ქართული საზოგადოება იმსახურებს პასუხს იმასთან დაკავშირებით, რა მტკიცებულებებზეა საუბარი.

„ამ ადამიანს [ოთარ ფარცხალაძეს] ჰქონდა კონკრეტული თანამდებობა მცირე ხნით და ამის შემდგომ მისი რაიმე კავშირი სახელმწიფო სტრუქტურებთან არ ფიქსირდება და ვერ დაფიქსირდებოდა.

რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს, რადგან საუბარია მისი მხრიდან შესაძლო გავლენაზე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე, ლოგიკურია, ეს ამ თემას პოლიტიკურად აქტუალურს ხდის. ამას ემატება ისიც, რომ რადიკალური ოპოზიცია ამას იყენებს კონკრეტული პოლიტიკური და პარტიული ინტერესისთვის, რომ რაიმე სახით ეს საკითხი დაუკავშირონ „ქართულ ოცნებას“, ამიტომ ლოგიკურია ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რამდენად საკმარისია ინფორმაცია ადამიანს ერთგვარი ბრალი წაუყენო ისე, რომ არავითარი მტკიცებულება საზოგადოებისთვის არ იყოს ცნობილი.

უცნაურია ერთი მხრივ და მეორე მხრივ სამწუხაროც, რომ საუბარია კონკრეტულ პირზე, რომ შესაძლოა ის გავლენას ახდენდეს ქართულ საზოგადოებაზე და პოლიტიკაზე, თუმცა არ არის საუბარი არავითარ მტკიცებულებაზე. ჩვენდამი მტრულად განწყობილ სახელმწიფოსთან მიმართებაში არის კონკრეტულ კავშირებზე საუბარი, საუბარია მის შესაძლო გავლენაზე ქართულ პოლიტიკასა და ქართულ საზოგადოებაზე. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ქართული საზოგადოება იმსახურებს პასუხს იმასთან დაკავშირებით, რა მტკიცებულებებზეა საუბარი“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამასთან, ოხანაშვილმა გაიხსენა მოსამართლეების სანქცირების საკითხი.

„დღემდე არ არის არავითარი დამატებითი ახსნა, რა მტკიცებულებები არსებობს, რომ კონკრეტულ პირებთან მიმართებაში იყოს დასანქცირების კონკრეტული საფუძველი. ეს საზოგადოების თვალში აჩენს კითხვის ნიშნებს.

რადიკალური ოპოზიცია ამ საკითხს იყენებს პოლიტიკური, პარტიული ინტერესებისთვის, დეზინფორმაციად, ტყუილისთვის და ცდილობენ, ეს ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რომ არავითარი მტკიცებულება არ არის, ეს ინფორმაციაც რაიმე ფორმით დაუკავშირონ საქართველოს ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებას“ და ამით სცადონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

ამიტომ გვაქვს მომეტებული ინტერესი, ამას სჭირდება დამატებითი ახსნა, რომ ასეთ რადიკალურ და დესტრუქციულ ჯგუფებს არ მიეცეთ შესაძლებლობა, რომ ასეთი ინფორმაცია გამოიყენონ დეზინფორმაციისთვის.

ჩვენი ლეგიტიმური ინტერესია, რომ საზოგადოება შეცდომაში არ იყოს შეყვანილი და ჰქონდეს სრული ინფორმაცია, თუ მტკიცებილებები არსებობს, რა მტკიცებულებებზეა საუბარი“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

აქვე მან აღნიშნა, რომ როგორც პოლიტიკურ გუნდს, ისე შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს კომუნიკაციის სივრცეები აქვთ და ალბათ წარმოუდგენელია, არ იქნეს გაზიარებული კონკრეტული მტკიცებულებები კონკრეტული სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, თუ არსებობს.

„თუ საუბარია შესაძლო რუსულ გავლენაზე კონკრეტული პირის მეშვეობით ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე, ეს ისეთი საკითხია, რომელიც აუცილებლად საჭიროებს მტკიცებულებით დონეზე კონკრეტულ სამსახურებთან ურთიერთობას, დაველოდოთ მოვლენებს“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

IMG.GE
გაზიარება